ქართველმა ძიუდოისტმა პარიზის ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვა

© Georgian Judo Federationქართველი ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი
ქართველი ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2023
გამოწერა
ევროპაში პირველ ადგილს სალიცენზიო ქულებით საფრანგეთი იკავებს (185.152 ქულა), მეორეზე საქართველოა (103.970 ქულა).
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კვოტით პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას, შედეგად პარიზში შერეული ნაკრების ექვსივე სპორტსმენი გამოვა, იუწყება „პირველი არხი“.
მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნებისა და სპორტსმენების სიები, რომლებმაც 2024 წელს პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა მონპელიედან ოთხი ვერცხლის მედალი ჩამოიტანა.
თითოეულ კონტინენტს ენიჭება გარკვეული რაოდენობის კვოტები, რომლებიც ნაწილდება რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე ძიუდოისტებს შორის, განურჩევლად სქესისა და წონითი კატეგორიისა - თითო კვოტა თითოეულ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე.
თითოეულ კონტინენტს აქვს კიდევ ერთი კვოტა გუნდური ტურნირისთვის. ეს სპეციალური კვოტა შესაძლოა დაეხმაროს მეექვსე ლიცენზიის მოპოვებაში ხუთკაციან გუნდებს, რათა შეძლონ ასპარეზობა შერეულ გუნდურ შეჯიბრში.
ევროპაში პირველ ადგილს სალიცენზიო ქულებით საფრანგეთი იკავებს (185.152 ქულა), მეორეზე საქართველოა (103.970 ქულა). ფრანგებმა, როგორც ოლიმპიადის მასპინძლებმა, გარანტირებული ლიცენზიები მიიღეს, ამიტომ ქვეყნის კვოტა საქართველოსთვის გადანაწილდა.
2024 წელს პარიზში 372 ძიუდოისტი (186 მამაკაცი და 186 ქალი) გაემგზავრება. მათთვის კვოტები გადანაწილდება ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, რომელიც ოლიმპიური საკვალიფიკაციო პერიოდის ბოლოს გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0