https://sputnik-georgia.com/20231107/katarma-razis-saavadmyofos-qves-saavadmyofos-arseboba-uaryo-284028347.html
ბოლო ცნობები ომის ზონიდან: კატარმა ღაზის საავადმყოფოს ქვეშ გვირაბის არსებობა უარყო
ბოლო ცნობები ომის ზონიდან: კატარმა ღაზის საავადმყოფოს ქვეშ გვირაბის არსებობა უარყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. კატარის ხელისუფლებამ უარყო ისრაელის განცხადება, რომ ღაზაში იმ საავადმყოფოს ქვეშ, რომელსაც კატარი აფინანსებს, ჰამასის გვირაბი... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T09:40+0400
2023-11-07T09:40+0400
2023-11-07T09:40+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
კატარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283776508_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4444a6b5834d379f06a1c19d27c6d450.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. კატარის ხელისუფლებამ უარყო ისრაელის განცხადება, რომ ღაზაში იმ საავადმყოფოს ქვეშ, რომელსაც კატარი აფინანსებს, ჰამასის გვირაბი არსებობს, იუწყება BBC.მისი თქმით, ცაჰალმა ეს განცხადება „ყოველგვარი რეალური მტკიცებულებებისა და დამოუკიდებელი გამოძიების გარეშეა“ გააკეთა.მანამდე ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ჰოსპიტალ „შეიხ ჰამადის“ ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც, ცაჰალის მტკიცებით, გვირაბის შესასვლელი და ასევე ბოევიკები იყვენ აღბეჭდილი, რომლებიც ისრაელელ ჯარისკაცებს საავადმყოფოდან ესროდნენ. კვირას გამართულ ბრიფინგზე ცაჰალის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, საავადმყოფოების მახლობლად, ჰამასის გვირაბების, სამეთაურო პუნქტებისა და გამშვები დანადგარების ქსელი აღმოაჩინეს. მისი თქმით, „ჰამასი სისტემატურად იყენებს საავადმყოფოებს, როგორც ომის მანქანის ნაწილს“.ამ დროისათვის ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია ასე გამოიყურება:
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1e/283776508_80:0:2811:2048_1920x0_80_0_0_b92cf4e3e8e5ef01efb9a2935fef2a64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, კატარი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, კატარი
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. კატარის ხელისუფლებამ უარყო ისრაელის განცხადება, რომ ღაზაში იმ საავადმყოფოს ქვეშ, რომელსაც კატარი აფინანსებს, ჰამასის გვირაბი არსებობს, იუწყება BBC.
„ეს არის საოკუპაციო ძალების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სკოლებზე, საცხოვრებელ კვარტლებსა და დევნილთა თავშესაფრებზე თავდასხმების გამართლების აღმაშფოთებელი მცდელობა", — განაცხადა კატარელმა ჩინოვნიკმა მუჰამედ ალ-ემადიმ, რომელიც ღაზის სექტორის აღდგენის ეროვნულ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, ცაჰალმა ეს განცხადება „ყოველგვარი რეალური მტკიცებულებებისა და დამოუკიდებელი გამოძიების გარეშეა“ გააკეთა.
მანამდე ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ჰოსპიტალ „შეიხ ჰამადის“ ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც, ცაჰალის მტკიცებით, გვირაბის შესასვლელი და ასევე ბოევიკები იყვენ აღბეჭდილი, რომლებიც ისრაელელ ჯარისკაცებს საავადმყოფოდან ესროდნენ. კვირას გამართულ ბრიფინგზე ცაჰალის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, საავადმყოფოების მახლობლად, ჰამასის გვირაბების, სამეთაურო პუნქტებისა და გამშვები დანადგარების ქსელი აღმოაჩინეს. მისი თქმით, „ჰამასი სისტემატურად იყენებს საავადმყოფოებს, როგორც ომის მანქანის ნაწილს“.
ამ დროისათვის ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია ასე გამოიყურება:
ისრაელის განცხადებით, ცაჰალი ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც წარმატებით მიიწევს წინ ქალაქ ღაზის სიღრმისკენ — ჰამასის საყრდენი პუნქტებისკენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კვლავ მოუწოდა ღაზაში ცეცხლის დაუყონებელი შეწყვეტა, რათა მშვიდობიან მოსახლეობამდე ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს. მისი თქმით, ღაზის სექტორი ბავშვების სასაფლაო ხდება.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (აკონტროლებს ჰამასი) ორშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ისრაელი და მისი მხარდამჭერები მოუწოდებენ ქვეყნებს, უკიდურესად ფრთხილად მოეკიდნენ ჰამასის მონაცემებს.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „განუსაზღვრელი ვადით გაინაწილებს საერთო პასუხისმგებლობას ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე.