https://sputnik-georgia.com/20231107/didi-britaneti-saqartvelos-turistul-potencials-ecnoba-284031024.html
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა
გამოფენის ფარგლებში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, მოძებნონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კავშირები, განაცხადა ეროვნული ადმინისტრაციის... 07.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-07T11:12+0400
2023-11-07T11:12+0400
2023-11-07T11:12+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284027183_0:189:2048:1341_1920x0_80_0_0_8ead89ba5d36487df9fe90cd1a4ad91e.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალი ლონდონში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენა World Travel Market (WTM) 2023-ზეა წარმოდგენილი, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში. World Travel Market 1980 წლიდან მსოფლიოს ტურისტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა და გათვლილია პროფესიონალებზე. რიგით 44-ე გამოფენა 6-8 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე საგამოფენო სივრცე ExCel-ში მიმდინარეობს. ღონისძიებაში 20-მდე ქართული ტურისტული ფირმა და სასტუმრო მონაწილეობს. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას თქმით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ წლიდან წლამდე იზრდება, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით. ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, იხილონ ვიდეორგოლები და ინფორმაცია შეიტყონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან>>გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით. გამოფენა WTM London 2023-ში მსოფლიოს 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის 35 ათასზე მეტი სპეციალისტი ესწრება.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284027183_194:0:2014:1365_1920x0_80_0_0_8f3578f6a50941a59b03c1e22829c672.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა
გამოფენის ფარგლებში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, მოძებნონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი კავშირები, განაცხადა ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალი ლონდონში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენა World Travel Market (WTM) 2023-ზეა წარმოდგენილი, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
World Travel Market 1980 წლიდან მსოფლიოს ტურისტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა და გათვლილია პროფესიონალებზე. რიგით 44-ე გამოფენა 6-8 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე საგამოფენო სივრცე ExCel-ში მიმდინარეობს.
„გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იპოვონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ღონისძიებაში 20-მდე ქართული ტურისტული ფირმა და სასტუმრო მონაწილეობს.
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას თქმით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ წლიდან წლამდე იზრდება, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.
„ძალიან დროული და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში საქართველო საკმაოდ მასშტაბურად არის წარმოდგენილი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა წარმოვაჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ ამ რამდენიმე დღეში ბევრი ბრიტანული კომპანია აღმოაჩენს საქართველოს უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს", - განაცხადა ქაცარავამ.
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, იხილონ ვიდეორგოლები და ინფორმაცია შეიტყონ ტურისტული პროდუქტების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.
გამოფენა WTM London 2023-ში მსოფლიოს 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას ტურიზმის 35 ათასზე მეტი სპეციალისტი ესწრება.