საქართველოს მოქალაქე ბუდაპეშტში ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე და მისი თანამზრახველი - თურქეთის მოქალაქე ბუდაპეშტში ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
საუბარია თურქეთისა და ავღანეთის 65 მოქალაქეზე, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს. ამის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი მათ გერმანიაში გაგზავნას გეგმავდა.
მიგრანტების თქმით, მათ ბუდაპეშტში ჩამოართვეს დოკუმენტები და ტელეფონები. ამასთან, საქართველოს მოქალაქემ ისინი ბინაში ჩაკეტა.
დაკავებულებს ბრალი ადამიანებით ვაჭრობაში აქვთ წარდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0