https://sputnik-georgia.com/20231106/patimrebis-gaqceva-dakavebulia-kidev-erti-badragi-284011178.html
პატიმრების გაქცევა - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი
პატიმრების გაქცევა - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი
Sputnik საქართველო
დაკავებული ბადრაგი დუმილის უფლებით სარგებლობს. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T13:34+0400
2023-11-06T13:34+0400
2023-11-06T13:34+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი". საბადრაგო სამსახურს სამი მსჯავრდებული კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი 2 ნოემბერს დააკავეს. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბადრაგი დუმილის უფლებას იყენებს. ჯერჯერობით უცნობია მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს. „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს>>ეს ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მეორე ბადრაგია. აღნიშნულ საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბადრაგს ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თბილისი დღეს
პატიმრების გაქცევა - დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი
დაკავებული ბადრაგი დუმილის უფლებით სარგებლობს.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
საბადრაგო სამსახურს სამი მსჯავრდებული კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი 2 ნოემბერს დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული
ინფორმაციით, დაკავებული ბადრაგი დუმილის უფლებას იყენებს. ჯერჯერობით უცნობია მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს.
ეს ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მეორე ბადრაგია. აღნიშნულ საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბადრაგს ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.