GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება

© courtesy of GWPკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP)
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 7 ნოემბერს 06:00 საათიდან 8 ნოემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 ნოემბერს, GWP წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4,5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, მონტაჟდება 64 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა 16 სახანძრო ჰიდრანტი.
მიმდინარე სამუშოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე ახლად მოწყობილი მაგისტრალური ქსელის 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ერთდროულად 12 მონაკვეთზე შეასრულებენ. პარალელურად ახალ ქსელზე 30 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება და 6 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბერს 06:00 საათიდან 8 ნოემბრის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში - წერეთლის გამზირის N1-91, აღმაშენებლის გამზირის N199, ევდოშვილის ქუჩა N1-27; N2-20 ბაგრატიონის ქუჩა N50-82; N31-75, აგლაძის ქუჩა N 1,3,5, ფოთის ქუჩა N2-14 , N1-21, ბათუმის ქუჩა N1-23; N2-30, ბათუმის შესახვევს, წინამძღვრიშვილი ქუჩა N176-200, თევდორე მღვდლის ქუჩა N14-48; N13-55; თევდორე მღვდლის 1-ელ და მე-2 ჩიხებს, ქუთაისის ქუჩა N18, ყიფიანის ქუჩა N 23, 24ა, 24ბ, მაიაკოვსკის, სტანისლავკის, ბაქრაძის, ვანის, კედიას, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, ლებანიძის, სოხუმისა და ზუგდიდის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0