https://sputnik-georgia.com/20231106/didgori-2023-parglebshi-swavleba-chatarda-284022291.html
„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა
„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა
Sputnik საქართველო
სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებაა. 06.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-06T21:49+0400
2023-11-06T21:49+0400
2023-11-06T21:49+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268830384_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_9f459fe8dd11287de94d7588ccbdecc6.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა.უწყების ცნობით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც.უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. კერძოდ, მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268830384_105:0:1242:853_1920x0_80_0_0_fc1d18f91ad18a4ce19a134ca8db1afd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
„დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა
სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებაა.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა.
უწყების ცნობით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც.
უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. კერძოდ, მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება.