თბილისის მერია: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 20 ნოემბრის ჩათვლით გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, ტრანსპორტისმოძრაობის შეზღუდვის მიზეზი არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟია.

„მიმდინარე სამუშაოების გამო 7 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, 24:00-დან 06:00 საათამდე პერიოდშიგმირთა მოედნისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის გამოყენებით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილამდე ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გამოყენებით.
მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ „მზიურის“ პარკამდე, „მზიურის“ პარკიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე კი ავტომობილები იმოძრავებენ ორმხრივად.
ყველა ახალი ამბავი
0