https://sputnik-georgia.com/20231105/tato-grigalashvilma-vercxlis-medali-moipova-283995182.html
ძიუდო: ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდო: ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ტარდება 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T12:00+0400
2023-11-05T12:00+0400
2023-11-05T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251288295_0:47:1300:778_1920x0_80_0_0_67bb23b02fea972f5ea3d4d81ecfa76e.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკთან (გიორგი რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ორგზის გამარჯვებულია.ფინალში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), მაგრამ იგი ბრინჯაოს ორთაბრძოლაში დაპირისპირებაში კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან იპონით დამარცხდა. კიდევ ოთხი ქართველი სპორტსმენი - გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251288295_144:0:1208:798_1920x0_80_0_0_09732233805d209d6e9a10901b20406f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი მონპელიეში 3-5 ნოემბერს ტარდება
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირის ფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკთან (გიორგი რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ორგზის გამარჯვებულია.
ფინალში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), მაგრამ იგი ბრინჯაოს ორთაბრძოლაში დაპირისპირებაში კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან იპონით დამარცხდა.
კიდევ ოთხი ქართველი სპორტსმენი - გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.
2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.