ულიანოვი: უკრაინის არმია ენერგოდარზე თავდასხმებს არ წყვეტს

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის ჯარები ქალაქ ენერგოდარზე დრონებით თავდასხმებს განაგრძობენ, აცხადებს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში მიხაილ ულიანოვი.
მისი თქმით, უკრაინის არმიის უპირველესი სამიზნე საცხოვრებელი კორპუსებია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ დრონებით თავდასხმას ქალაქ ენერგოდარზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები ცხოვრობენ. ისინი, უპირველეს ყოვლისა, მრავალბინიან შენობებს უმიზნებენ. ბოლო თავდასხმა 4 ნოემბერს, 10:30 საათზე მოხდა", — წერს ულიანოვი X-ზე.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით, ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე გასული წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) არაერთხელ განაცხადა ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე. სააგენტოს ექსპერტები ადგილზე 2022 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0