https://sputnik-georgia.com/20231105/rogor-davaprogramot-biwis-dabadeba-284001636.html
ორი სქესის საიდუმლო: როგორ დავაპროგრამოთ ბიჭის ან გოგოს დაბადება - მეცნიერული კვლევა
ორი სქესის საიდუმლო: როგორ დავაპროგრამოთ ბიჭის ან გოგოს დაბადება - მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში გავრცელებული ყველა მოსაზრება, თუ როგორ უნდა დავაპროგრამოთ ბიჭისა თუ გოგოს ჩასახვა, არაქმედითია... 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T19:25+0400
2023-11-05T19:25+0400
2023-11-05T19:25+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282448399_0:154:3092:1893_1920x0_80_0_0_b5e53960e05970b93689d0d161420193.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში გავრცელებული ყველა მოსაზრება, თუ როგორ უნდა დავაპროგრამოთ ბიჭისა თუ გოგოს ჩასახვა, არაქმედითია, აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც მონაცემთა დიდი ბაზა სტატისტიკური მეთოდით შეისწავლეს და ის ფარული წინაპირობები გამოავლინეს, რომლებიც ჩანასახის სქესზე ახდენს გავლენას.აღსანიშნავია, რომ ჩანასახის სქესზე გავლენის პირდაპირი მეთოდები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, თუმცა ამა თუ იმ სქესის ახალშობილების რაოდენობის რყევა, მაგალითად, „ომის ეფექტი“, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ გოგონასა თუ ბიჭის დაბადება — ეს არა შემთხვევითი მოვლენა, არამედ ამა თუ იმ პირობების სავარაუდო შედეგია. ანუ ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ სახეობას, შეუძლია გამრავლების გარკვეულ სტრატეგიას მიმართოს.მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიჭები უფრო ხშირად იბადებიან, ვიდრე გოგონები. თუმცა არსებობს გამონაკლისი ქვეყნები, სადაც ახალშობილებში გოგონები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბიჭები. მაგრამ ეს იმ საერთო სურათს არ ცვლის, რომ:ამასთან, იმის გამო, რომ ემბრიონალური განვითარების ეტაპზე ბიჭები უფრო ხშირად იღუპებიან (სხვადასხვა შეფასებით, მუცლის მოშლის შედეგად და ასევე მკვდრადშობილ ახალშობილთა 70% მამრობითი სქესისაა), სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბიჭების ჩასახვა თითქმის ორჯერ ნაკლებად ხდება.რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კემბრიჯელი გენეტიკოსი სტივენ ორზაკი ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომ ასეთ შემთხვევაში:ორზაკის ჯგუფის დასკვნით, ეს შედეგები ბუნებრივი განაყოფიერების მეთოდზეც ვრცელდება, რაც უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას მდედრობითი სქესის ემბრიონების სიცოცხლისუნარიანობისა და გამძლეობის შესახებ.გოგო თუ ბიჭი — ვინ რა პირობებში იბადებამეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვის ჩასახვამდე ორი კვირის განმავლობაში წყვილი სექსით არ დაკავდება, მათ გოგონა ეყოლებათ. დამტკიცებულია, რომ სქესობრივი აქტისგან თავშეკავების დროს სპერმაში მდედრობითი სქესის განმსაზღვრელი Х-ქრომოსომების რაოდენობა მატულობს.ასევე დიდი შანსია გოგონა ჩაისახოს, თუ დედას ძლიერი სტრესის პირობებში ან არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (ჰაერის დაბინძურება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ა.შ.) უწევს ცხოვრება.ბიჭის ჩასახვისთვის კი აუცილებელი მაღალი შემოსავალი და ხშირი სექსი ყოფილა. დიახ, იმ ცალკეულ ინდივიდებს, რომლებსაც ხშირად აქვთ სექსი, ბიჭის ყოლის მეტი შანსი ჰქონიათ.ევოლუციური ბილოგი რობერტ ტრივენსი ირწმუნება, რომ მამრების ჩასახვა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ბიჭებში „ინვესტიციების ჩასადებად“ აუცილებელია მშობლების მაღალი სოციალური სტატუსი, რაშიც ის ნაკლებ სტრესსა და კარგ ჯანმრთელობას მოიაზრებს. დაბალი სტატუსის მშობლები კი, მისი აზრით, ვერ იქნებიან დარწმუნებულები, რომ მაინცდამაინც ბიჭი ეყოლებათ.თუმცა, მკვლევარები სულ უფრო ხშირად იხრებიან მოსაზრებისკენ, რომ გოგონები უფრო ხშირად სტაბილურ დროებაში იბადებიან, ხოლო სოციალური და ეკონომიკური არეულობების პერიოდებში ახალშობილთა შორის ბიჭები ჭარბობენ.სხვათა შორის, ამით შეიძლება აიხსნას „ომის ეფექტიც“, ანუ მამრობითი სქესის ახალშობილების მკვეთრი ზრდა საომარი მოქმედებების დაწყების პირველ თვეებში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/14/282448399_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_9ec6bd479f85e05da3143b76e854ed90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში გავრცელებული ყველა მოსაზრება, თუ როგორ უნდა დავაპროგრამოთ ბიჭისა თუ გოგოს ჩასახვა, არაქმედითია, აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც მონაცემთა დიდი ბაზა სტატისტიკური მეთოდით შეისწავლეს და ის ფარული წინაპირობები გამოავლინეს, რომლებიც ჩანასახის სქესზე ახდენს გავლენას.
აღსანიშნავია, რომ ჩანასახის სქესზე გავლენის პირდაპირი მეთოდები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, თუმცა ამა თუ იმ სქესის ახალშობილების რაოდენობის რყევა, მაგალითად, „ომის ეფექტი“, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ გოგონასა თუ ბიჭის დაბადება — ეს არა შემთხვევითი მოვლენა, არამედ ამა თუ იმ პირობების სავარაუდო შედეგია. ანუ ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ სახეობას, შეუძლია გამრავლების გარკვეულ სტრატეგიას მიმართოს.
მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიჭები უფრო ხშირად იბადებიან, ვიდრე გოგონები. თუმცა არსებობს გამონაკლისი ქვეყნები, სადაც ახალშობილებში გოგონები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბიჭები. მაგრამ ეს იმ საერთო სურათს არ ცვლის, რომ:
ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, ცდილობს, მეტი მამრი მოავლინოს ქვეყნად.
ამასთან, იმის გამო, რომ ემბრიონალური განვითარების ეტაპზე ბიჭები უფრო ხშირად იღუპებიან (სხვადასხვა შეფასებით, მუცლის მოშლის შედეგად და ასევე მკვდრადშობილ ახალშობილთა 70% მამრობითი სქესისაა), სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბიჭების ჩასახვა თითქმის ორჯერ ნაკლებად ხდება.
რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კემბრიჯელი გენეტიკოსი სტივენ ორზაკი ხელმძღვანელობდა, ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომ ასეთ შემთხვევაში:
ბიჭებიცა და გოგონებიც თანაბარი რაოდენობით ისახებიან;
მდედრობითი სქესის ემბრიონები ისევე ხშირად (შესაძლოა, უფრო ხშირადაც) იღუპებიან მუცლადყოფნის პერიოდში, როგორც ბიჭები;
ბიჭები ორსულობის 28-35-ე კვირაში იღუპებიან, ხოლო გოგონებისთვის ფატალურია ორსულობის მეორე ტრიმესტრი.
ორზაკის ჯგუფის დასკვნით, ეს შედეგები ბუნებრივი განაყოფიერების მეთოდზეც ვრცელდება, რაც უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას მდედრობითი სქესის ემბრიონების სიცოცხლისუნარიანობისა და გამძლეობის შესახებ.
გოგო თუ ბიჭი — ვინ რა პირობებში იბადება
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვის ჩასახვამდე ორი კვირის განმავლობაში წყვილი სექსით არ დაკავდება, მათ გოგონა ეყოლებათ. დამტკიცებულია, რომ სქესობრივი აქტისგან თავშეკავების დროს სპერმაში მდედრობითი სქესის განმსაზღვრელი Х-ქრომოსომების რაოდენობა მატულობს.
ასევე დიდი შანსია გოგონა ჩაისახოს, თუ დედას ძლიერი სტრესის პირობებში ან არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (ჰაერის დაბინძურება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ა.შ.) უწევს ცხოვრება.
ბიჭის ჩასახვისთვის კი აუცილებელი მაღალი შემოსავალი და ხშირი სექსი ყოფილა. დიახ, იმ ცალკეულ ინდივიდებს, რომლებსაც ხშირად აქვთ სექსი, ბიჭის ყოლის მეტი შანსი ჰქონიათ.
ევოლუციური ბილოგი რობერტ ტრივენსი ირწმუნება, რომ მამრების ჩასახვა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ბიჭებში „ინვესტიციების ჩასადებად“ აუცილებელია მშობლების მაღალი სოციალური სტატუსი, რაშიც ის ნაკლებ სტრესსა და კარგ ჯანმრთელობას მოიაზრებს. დაბალი სტატუსის მშობლები კი, მისი აზრით, ვერ იქნებიან დარწმუნებულები, რომ მაინცდამაინც ბიჭი ეყოლებათ.
თუმცა, მკვლევარები სულ უფრო ხშირად იხრებიან მოსაზრებისკენ, რომ გოგონები უფრო ხშირად სტაბილურ დროებაში იბადებიან, ხოლო სოციალური და ეკონომიკური არეულობების პერიოდებში ახალშობილთა შორის ბიჭები ჭარბობენ.
სხვათა შორის, ამით შეიძლება აიხსნას „ომის ეფექტიც“, ანუ მამრობითი სქესის ახალშობილების მკვეთრი ზრდა საომარი მოქმედებების დაწყების პირველ თვეებში.