https://sputnik-georgia.com/20231105/peskovi-rusetisa-da-ass-urtiertobebi-nuls-qvemotaa-284000426.html
პესკოვი: რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულს ქვემოთ დონეზეა
პესკოვი: რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულს ქვემოთ დონეზეა
Sputnik საქართველო
იმისთვის, რომ აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს, აშშ–ის ლიდერმა უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია და უფრო კონსტრუქციული გახდეს, განაცხადა პესკოვმა. 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T16:33+0400
2023-11-05T16:33+0400
2023-11-05T16:33+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0c/266603218_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_152aa262ed6e11f701cc3a1cc9ca8605.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულზეა და ნულს ქვემოთაც კი, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი.„ურთიერთობები ნულზეა და ვიტყოდი, რომ ნულს ქვემოთ. მაგრამ რამდენადაც ამერიკასაც და ჩვენც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია მსოფლიო სტაბილურობაზე და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში ამ საუბრის აღდგენა მოგვიწევს“, – განაცხადა პესკოვმა ტელეჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში (ვიდეო გამოქვეყნებულია მის Telegram–არხზე).პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ამერიკელების ინიციატივით შეწყდა.მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ურთიერთობა შეიძლება მოხდეს „ორმხრივი სურვილისა და ორმხრივი მზაობის“ შემთხვევაში.„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერი კონტაქტისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია აშშ–ის ჩარევა შიდა საქმეებში და ამაზე შესაბამისი რეაგირება აქვს.„ჩვენ უკვე სხვანაირად ველაპარაკებით ერთმანეთს, როდესაც საქმე შიდა საქმეებში ჩარევას ეხება. რის მიმართაც არ ვიჩენდით ადრე სათანადო ყურადღებას, ახლა ამაზე აბსოლუტურად შეურიგებელი რეაგირება გვაქვს. ეს იგრძნობა პრეზიდენტის განწყობითაც და იმ ბრძანებებითაც, რასაც ის გასცემს, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალიზებული იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0c/266603218_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f5c8e401490ef03809b9870adc51878e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
პესკოვი: რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულს ქვემოთ დონეზეა
იმისთვის, რომ აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს, აშშ–ის ლიდერმა უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია და უფრო კონსტრუქციული გახდეს, განაცხადა პესკოვმა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ნულზეა და ნულს ქვემოთაც კი, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი.
„ურთიერთობები ნულზეა და ვიტყოდი, რომ ნულს ქვემოთ. მაგრამ რამდენადაც ამერიკასაც და ჩვენც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია მსოფლიო სტაბილურობაზე და სტრატეგიულ სტაბილურობაზე, ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში ამ საუბრის აღდგენა მოგვიწევს“, – განაცხადა პესკოვმა ტელეჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში (ვიდეო გამოქვეყნებულია მის Telegram–არხზე).
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ–ის ურთიერთობები ამერიკელების ინიციატივით შეწყდა.
„რუსულ–ამერიკული ურთიერთობების მთელი ბაზისის შეწყვეტა ამერიკელების ინიციატივით მოხდა, ამიტომ აშშ–ის ლიდერმა რაღაც პერიოდში, მინიმუმ, უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ორმხრივ ურთიერთობებთან მიმართებით. და მაშინ მომწიფდება პირობები ასეთი შეხვედრისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ურთიერთობა შეიძლება მოხდეს „ორმხრივი სურვილისა და ორმხრივი მზაობის“ შემთხვევაში.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერი კონტაქტისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია აშშ–ის ჩარევა შიდა საქმეებში და ამაზე შესაბამისი რეაგირება აქვს.
„ჩვენ უკვე სხვანაირად ველაპარაკებით ერთმანეთს, როდესაც საქმე შიდა საქმეებში ჩარევას ეხება. რის მიმართაც არ ვიჩენდით ადრე სათანადო ყურადღებას, ახლა ამაზე აბსოლუტურად შეურიგებელი რეაგირება გვაქვს. ეს იგრძნობა პრეზიდენტის განწყობითაც და იმ ბრძანებებითაც, რასაც ის გასცემს, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალიზებული იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.