კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობებზე ჯარიმები გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2023
გამოწერა
შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები, შესაძლოა, გაიზარდოს.
შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:
1.
I კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 16 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 8 ათასი ლარისა;
2.
II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 24 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 8 ათასი ლარისა;
3.
III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა 200 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 20 ათასი ლარისა.
ასეევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე:
I კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 16 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 8 ათასი ლარისა;
II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 75 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 25 ათასი ლარისა;
III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმა 250 ათასი ლარი იქნება, ნაცვლად 25 ათასი ლარისა.
გარდა ამისა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 ათასი ლარით.
ამასთან, პროექტით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის
I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით უცვლელი რჩება;
II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით უცვლელი რჩება;
III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 ათასი ლარის ნაცვლად, 30 ათასი ლარი იქნება;
IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად, 45 ათასი ლარი იქნება.
პროექტის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტი შეეხება კონსერვაციის მუხლსაც. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:
I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 ათასი ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);
III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 ათასი ლარის ოდენობით.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 ათასი ლარის ოდენობით.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 12 ათასი ლარით, ნაცვლად 4 ათასი ლარისა.
ყველა ახალი ამბავი
0