https://sputnik-georgia.com/20231105/baqo-erevnisgan-winadadebebis-pakets-elodeba-283995035.html
ბაქო ერევნისგან წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება
ბაქო ერევნისგან წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება
Sputnik საქართველო
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T11:00+0400
2023-11-05T11:00+0400
2023-11-05T11:00+0400
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283986869_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_c0a349c3c09533c4a895e24dd2d4417a.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი სომხეთიდან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.შეხვედრის ადგილი და ფორმატი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, აღნიშნა მან.„აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული", - განაცხადა მინისტრმა.2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283986869_0:218:2440:2048_1920x0_80_0_0_6b2364c2d39ab2e71f36d5eddd73c91d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
ბაქო ერევნისგან წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი სომხეთიდან სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
„ამ დროისთვის ოფიციალური ბაქო ერევნიდან წინადადებების ახალ პაკეტს ელოდება. აზერბაიჯანი კვლავაც დაინტერესებულია სომხეთთან დიალოგის გაგრძელებით", - განაცხადა ბაირამოვმა.
შეხვედრის ადგილი და ფორმატი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, აღნიშნა მან.
„აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებითაა დაინტერესებული", - განაცხადა მინისტრმა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით". 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს.
ამის შემდეგ ყარაბაღის სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც რესპუბლიკაში რეგიონის ინტეგრაცია განიხილებოდა. მიუხედავად ამისა, სომხეთში მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.