https://sputnik-georgia.com/20231104/terjolasi-10-ojaxs-sacxovrebeli-saxlebi-gadaeca-283982347.html
სახლები საჩუქრად: თერჯოლაში სოციალურად შეჭირვებული ათი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა
სახლები საჩუქრად: თერჯოლაში სოციალურად შეჭირვებული ათი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ათ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები გადაეცა, განაცხადა იმერეთში... 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T17:53+0400
2023-11-04T17:53+0400
2023-11-04T17:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283982162_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_c306f4113e25cab81644460fc7771e95.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ათ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები გადაეცა, განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.დასაჩუქრებულ ოჯახებს სახლების გასაღებები შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს, წყალტუბოს და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები იმ ოჯახებს გადაეცა, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია „სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი.პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები, დაზიანების მასშტაბის გამო, დემონტაჟს ექვემდებარება.მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, ეს პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283982162_0:0:910:682_1920x0_80_0_0_a9754ba4247072296183ceef399b02d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ათ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლები გადაეცა, განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
დასაჩუქრებულ ოჯახებს სახლების გასაღებები შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
„თერჯოლაში დღეს კიდევ ათმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ. ჯამში ჩვენ შევძელით, თერჯოლაში ამ პროექტის ფარგლებში, 29 ოჯახი დაგვეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით“, — განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს, წყალტუბოს და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები იმ ოჯახებს გადაეცა, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია „სახლდაზიანების პროგრამა" ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი.
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები, დაზიანების მასშტაბის გამო, დემონტაჟს ექვემდებარება.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.
სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით, ეს პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.