https://sputnik-georgia.com/20231104/planeta-teias-nastebi-dedamiwis-wiarsi-283979203.html
მეცნიერები: დედამიწის წიაღში პლანეტა თეიას გიგანტური ნაშთები იმალება
მეცნიერები: დედამიწის წიაღში პლანეტა თეიას გიგანტური ნაშთები იმალება
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მთვარის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწა მარსის ზომის... 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T14:02+0400
2023-11-04T14:02+0400
2023-11-04T14:02+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/22/238522273_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_05cbce27c9402aee2a66ba6b3bc7cd09.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მთვარის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწა მარსის ზომის გიგანტურ ციურ სხეულს შეეჯახა, რომელსაც თეია ერქვა. ამ შეჯახების შედეგად დედამიწის ზედაპირი ლავად გადაიქცა, ხოლო კოსმოსში გატყორცნილი ნამსხვრევებისგან მთვარე წარმოიქმნა.მაგრამ რა დაემართა თავად თეიას ნაშთებს ამ კატასტროფული მოვლენის შემდეგ?ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენა, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია.ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თეიას ნაწილები შესაძლოა ლავისგან გადახურებული დედამიწის მანტიაში ჩაძირულიყო და დღემდე იქ რჩებოდეს — მკვრივი ქანების ორი უზარმაზარი მასივის სახით. ეს ორი მასივი დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლისა და რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგანისაა. მათგან ერთი აფრიკის ქვეშაა, მეორე კი წყნარი ოკეანის ქვეშ.მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის შიგნით მდებარე ეს მასივები სეისმური ტალღების საშუალებით აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწის შიგნით ვრცელდება. მათი განმარტებით, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეშ ამ ტალღების სიჩქარე ნელდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ ბევრად უფრო მკვრივი ქანები არსებობს, ვიდრე მისი გარემომცველი მანტიაა.ამ მასივების წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა თეიას ნაშთები იყოს.ამ ვარაუდის შესამოწმებლად, მათ დედამიწისა და თეიას შეჯახებისა და მათი ნაშთების შემდგომი ევოლუციის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. როგორც მოდელირებამ აჩვენა, თეიას ნამსხვრევები, რომლებიც ბევრად მკვრივი იყო, დედამიწის მანტიას ვერ შეერია — ისინი უბრალოდ ჩვენი პლანეტის გარე ბირთვისკენ დაეშვა და იქ ორ დიდ მასივად გარდაქმნა.გარდა ამისა, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ გეოლოგებმა ცოტა ხნის წინ ვულკანური ქანები შეისწავლეს სამოასა და ისლანდიაში, რომლებიც, მათი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მანტიის სიღრმიდან უნდა იყოს წამოსული. ქანების ნიმუშების ანალიზმა გააჩინა ვარაუდი, რომ ზემოხსენებული მასივები დაახლოებით 4,45 მილიარდი წლის წინ უნდა იყოს ჩამოყალიბებული — ანუ დაახლოებით იმ დროს, როდესაც დედამიწისა და თეიასთან შეჯახება მოხდა.თუ ეს ჰიპოთეზა სწორია, მაშინ გამოდის, რომ დედამიწის წიაღში ჯერ კიდევ არსებობს უძველესი კოსმოსური კატასტროფის მტკიცებულება, რომელმაც შეცვალა ჩვენი პლანეტის ბედი და შვა მთვარე.წყარო: Newscientist
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23852/22/238522273_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_e8e7b10d5223ede3f428ec62603a6209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მთვარის წარმოშობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწა მარსის ზომის გიგანტურ ციურ სხეულს შეეჯახა, რომელსაც თეია ერქვა. ამ შეჯახების შედეგად დედამიწის ზედაპირი ლავად გადაიქცა, ხოლო კოსმოსში გატყორცნილი ნამსხვრევებისგან მთვარე წარმოიქმნა.
მაგრამ რა დაემართა თავად თეიას ნაშთებს ამ კატასტროფული მოვლენის შემდეგ?
ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი ჰიპოთეზა წამოაყენა, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თეიას ნაწილები შესაძლოა ლავისგან გადახურებული დედამიწის მანტიაში ჩაძირულიყო და დღემდე იქ რჩებოდეს — მკვრივი ქანების ორი უზარმაზარი მასივის სახით. ეს ორი მასივი დაახლოებით 1000 კილომეტრის სიმაღლისა და რამდენიმე ათასი კილომეტრის სიგანისაა. მათგან ერთი აფრიკის ქვეშაა, მეორე კი წყნარი ოკეანის ქვეშ.
მეცნიერებმა ჩვენი პლანეტის შიგნით მდებარე ეს მასივები სეისმური ტალღების საშუალებით აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწის შიგნით ვრცელდება. მათი განმარტებით, აფრიკისა და წყნარი ოკეანის ქვეშ ამ ტალღების სიჩქარე ნელდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ ბევრად უფრო მკვრივი ქანები არსებობს, ვიდრე მისი გარემომცველი მანტიაა.
ამ მასივების წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა თეიას ნაშთები იყოს.
ამ ვარაუდის შესამოწმებლად, მათ დედამიწისა და თეიას შეჯახებისა და მათი ნაშთების შემდგომი ევოლუციის კომპიუტერული სიმულაციები შექმნეს. როგორც მოდელირებამ აჩვენა, თეიას ნამსხვრევები, რომლებიც ბევრად მკვრივი იყო, დედამიწის მანტიას ვერ შეერია — ისინი უბრალოდ ჩვენი პლანეტის გარე ბირთვისკენ დაეშვა და იქ ორ დიდ მასივად გარდაქმნა.
გარდა ამისა, მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ გეოლოგებმა ცოტა ხნის წინ ვულკანური ქანები შეისწავლეს სამოასა და ისლანდიაში, რომლებიც, მათი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, მანტიის სიღრმიდან უნდა იყოს წამოსული. ქანების ნიმუშების ანალიზმა გააჩინა ვარაუდი, რომ ზემოხსენებული მასივები დაახლოებით 4,45 მილიარდი წლის წინ უნდა იყოს ჩამოყალიბებული — ანუ დაახლოებით იმ დროს, როდესაც დედამიწისა და თეიასთან შეჯახება მოხდა.
თუ ეს ჰიპოთეზა სწორია, მაშინ გამოდის, რომ დედამიწის წიაღში ჯერ კიდევ არსებობს უძველესი კოსმოსური კატასტროფის მტკიცებულება, რომელმაც შეცვალა ჩვენი პლანეტის ბედი და შვა მთვარე.