მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Haaretz: საევაკუაციო პირთა სიის მესამედი ჰამასის ბოევიკები იყვნენ

© AFP 2024 / Said Khatib
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელი მაღალჩინოსანი წყარო აცხადებს, რომ რადიკალური მოძრაობა ჰამასი ღაზიდან თავისი მებრძოლების გაყვანას სასწრაფო დახმარების მანქანებით ცდილობდა რაფის გავლით, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას აჭიანურებდა, წერს Haaretz.
გამოცემის ცნობით, ჰამასმა ეგვიპტესა და აშშ-ს მიაწოდა იმ მძიმედ დაჭრილთა სია, რომელთა ევაკუაციაც სურდა, და ასევე ათასობით უცხოელის ჩამონათვალი, რომლებსაც ასევე სურთ ღაზის სექტორის დატოვება.
„აშშ-ისა და ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ სიაში დასახელებულთა მესამედი ჰამასის მებრძოლები იყვნენ. მათგან არცერთი არ შესულა იმ 76 დაჭრილ პალესტინელს შორის, რომლებიც საბოლოოდ ევაკუირებული იყვნენ ღაზიდან“, — იუწყება Haaretz.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონა დაცხრილეს, რომლებითაც, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს (ჰამასის მიერ მართული) განცხადებით, ალ-შიფის საავადმყოფოდან დაჭრილები გადაჰყავდათ რაფის მიმართულებით.
ჰამასის ცნობით, თავდასხმისას 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ისრაელმა დაადასტურა სასწრაფო დახმარების მანქანაზე შეტევა და განაცხადა, რომ მასში არა დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ ჰამასის ბოევიკები იმყოფებოდნენ — რის თაობაზეც მათ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ.
როგორც ცაჰალში აცხადებენ, „ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს დიდი ხნის, დოკუმენტურად დადასტურებული ისტორია აქვს იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს სამხედრო მიზნეებისთვის იყენებს. დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც ჰამასი სასწრაფო დახმარების მანქანებს ტერორისტებისა და იარაღის გადასასროლად იყენებდა“.
წყარო: Haaretz
ყველა ახალი ამბავი
0