https://sputnik-georgia.com/20231104/anastasia-gubanova-meeqvse-adgilze-gavida-283985580.html
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემზე მეექვსე ადგილი დაიკავა. 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T21:25+0400
2023-11-04T21:25+0400
2023-11-04T21:41+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_0:0:1855:1043_1920x0_80_0_0_945d484bab8b6f758e117497ce9e629e.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი მოციგურავე იზაბო ლევიტო გახდა, რომელმაც მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით 203,22 ქულა (71,83 + 131,39) დააგროვა. მეორე ადგილი ბელგიის წარმომადგენელმა ნინა პინზარონემ დაიკავა (198.80; 65.74+133.06), მესამეზე კი იაპონელი რიონ სუმიიოში (197.76; 61.72+136.04) გავიდა. ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და პირველი დღის შემდეგ 66.73 ქულით მეორე იყო. მოციგურავეს შეცდომები არც თავისუფალ პროგრამაში ჰქონდა, თუმცა 120.93 ქულა დაიმსახურა, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუბანოვამ ჯამში 187,66 ქულა (66,73+120,93) მოიპოვა.მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264599458_211:0:1855:1233_1920x0_80_0_0_89deb26aa956925cbec93eeac2091a34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ქართველების ტრიუმფი ფიგურულ ციგურაობაში: გუბანოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა
21:25 04.11.2023 (განახლებულია: 21:41 04.11.2023) თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი მოციგურავე იზაბო ლევიტო გახდა, რომელმაც მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით 203,22 ქულა (71,83 + 131,39) დააგროვა. მეორე ადგილი ბელგიის წარმომადგენელმა ნინა პინზარონემ დაიკავა (198.80; 65.74+133.06), მესამეზე კი იაპონელი რიონ სუმიიოში (197.76; 61.72+136.04) გავიდა.
ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და პირველი დღის შემდეგ 66.73 ქულით მეორე იყო. მოციგურავეს შეცდომები არც თავისუფალ პროგრამაში ჰქონდა, თუმცა 120.93 ქულა დაიმსახურა, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. გუბანოვამ ჯამში 187,66 ქულა (66,73+120,93) მოიპოვა.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.