ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების პენსია 1–ლი იანვრიდან გაიზრდება

© AP Photo / Andreea Alexandruირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია, 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახების წევრთა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სუბსიდიები.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები 1–ლი იანვრიდან პრაქტიკულად გაორმაგებულ პენსიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ 560 ლარი იყო მაქსიმალური ზღვარი პენსიის და ეს პენსია გაიზრდება 1.000 ლარამდე. ასევე საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია, 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახების წევრთა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სუბსიდიები, რაზეც ბიუჯეტში რამდენიმე მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ასევე გვინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ, მათი კომპენსაცია 1.000 ლარიდან 1.200 ლარამდე გაიზრდება, 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდა ამ ადამიანებს და ჩვენ ამ ოჯახებს 1.200 ლარსდავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში პენსიასა და კომპენსაციას დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0