https://sputnik-georgia.com/20231103/volski-skandaluri-gancxadebebi-saakashvilis-stilia-283955590.html
ვოლსკი: სკანდალური განცხადებები სააკაშვილის სტილია
ვოლსკი: სკანდალური განცხადებები სააკაშვილის სტილია
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის განმარტებით, სააკაშვილი ხმაურიანი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T15:00+0400
2023-11-03T15:00+0400
2023-11-03T15:00+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251582481_322:283:2303:1398_1920x0_80_0_0_b62b46202b25004f913f04addc90ceea.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით ან აზროვნებით, მან სკანდალური განცხადებების გაკეთების სტილი აირჩია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი". გუშინ კი ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული განცხადების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისთვის დაუკავშირდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სუსი „ეფ-ეს-ბეს" ფილიალად მოიხსენია.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.როგორ შეიძლება აისახოს სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ვითარებაზე - კობახიძე>>>კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251582481_478:263:1902:1331_1920x0_80_0_0_fe763fa582c286183b657d026357d6b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, ახალი ამბები
ვოლსკი: სკანდალური განცხადებები სააკაშვილის სტილია
პოლიტიკოსის განმარტებით, სააკაშვილი ხმაურიანი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით ან აზროვნებით, მან სკანდალური განცხადებების გაკეთების სტილი აირჩია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი".
გუშინ კი ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული განცხადების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისთვის დაუკავშირდა. მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სუსი „ეფ-ეს-ბეს" ფილიალად მოიხსენია.
„სკანდალური განცხადებების გაკეთება არის სტილი, რომელიც სააკაშვილმა აირჩია. საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს შენარჩუნებული. რასაკვირველია, ეს წყობიდან გამოიყვანს სააკაშვილს, რომელიც სტაბილური ხასიათით ან აზროვნებით არ გამოირჩევა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.