უბინაო მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
სახელმწიფო ისეთ ოჯახებს დაეხმარება, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ახალ პროგრამას დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ეტაპობრივად მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე
„ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1.000-მდე ოჯახია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1.000-მდე ასეთ ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იქნება მაქსიმუმ ორწლიანი პროგრამა და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონი ლარია. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი 25 მილიონი კი – 2025 წელს.
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობის მხრიდან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული, განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0