https://sputnik-georgia.com/20231103/saqartvelo-istoria-jaletis-brzola-283960940.html
ჟალეთის ბრძოლა, ანუ ამბავი სამშობლოსთვის გამეტებული ორი უფლისწულისა
ჟალეთის ბრძოლა, ანუ ამბავი სამშობლოსთვის გამეტებული ორი უფლისწულისა
Sputnik საქართველო
1613 წლის შემოდგომა იდგა. შაჰ აბასი ურიცხვი მხედრობით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ. ლაშქრობის წინ ხმა გაავრცელა, ოსმალეთის დასალაშქრად მივდივარო. ოსმალეთში კი მაცნედ... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T17:22+0400
2023-11-03T17:22+0400
2023-11-03T17:22+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280480200_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_ad35e6d76a9c09e9e8ea32eb594c4155.jpg
1613 წლის შემოდგომა იდგა. შაჰ აბასი ურიცხვი მხედრობით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ. ლაშქრობის წინ ხმა გაავრცელა, ოსმალეთის დასალაშქრად მივდივარო. ოსმალეთში კი მაცნედ სულთან მოჰამედ ბეგ თალიში აფრინა, ხონთქარს შეუთვალა, მართლა კი არ ვაპირებ ზავის დარღვევას, ქართველთა თვალის ასახვევად გავავრცელე ხმები, სინამდვილეში სწორედ ქართლ-კახეთის დასალაშქრად მივეშურებიო.შაჰის ურდომ განჯასთან დასცა ბანაკი. ირანის მბრძანებელმა მაშინვე აამოქმედა „ტყუპი წერილების“ ტაქტიკა — ქართლის მეფე ლუარსაბ მეორესა და კახეთის ხელმწიფე თეიმურზ პირველს ერთნაირი წერილები გაუგზავნა.ლუარსაბს ასე სწერდა:იგივე შინაარსისა იყო თეიმურაზისადმი გაგზავნილი უსტარიც. მაგრამ ლუარსაბმა და თეიმურაზმა შაჰ აბასის წაქეზება ახლო არ გაიკარეს, ერთმანეთს წერილები გაუცვალეს, ჭეშმარიტება დაადგინეს და ამით დაასრულეს ამაზე ფიქრი. უბედურება ის იყო, რომ მოახლებული საფრთხე ვერ გააცნობიერეს, ვერ შეიგრძნეს, და ქართლ-კახეთის გვირგვინოსნებს ხელიც არ გაუნძრევიათ მტერთან დასახვედრად.შაჰ აბასმა კი განჯაში გამოიზამთრა და1614 წლის ადრიან გაზაფხულზე თეიმურაზს ელჩად ზაქერ აღა ყუშჩი აახლა. ასე უთვლიდა:თეიმურაზმა სამეფო დარბაზი შეჰყარა და „მძლავრი ბოროტის“ მოთხოვნა შეატყობინა. დარბაზმა მძევლის მიცემა ურჩია მეფეს. უარზე დადგა თეიმურაზი, ტყუილად მაკარგვინებთო შვილს, ვერაგი შაჰი მაინც აგვაოხრებსო. მაგრამ ვერაფერს გახდა. თავადები ჯიუტად მოითხოვდნენ ერთ-ერთი უფლისწულის გადაცემას, რამეთუ ეგონათ, მეფის ძის მსხვერპლად გაღებით საკუთარ ოჯახებს გადაარჩენდნენ შაჰის მძვინვარებისაგან.ბოლოს გატყდა მეფე, ორ უფლისწულს — 5 წლის ლევანსა და 3 წლის ალექსანდრეს შორის არჩევანი უმრწმესზე გააკეთა. გულუბრყვილოდ ფიქრობდა, პატარა ბავშვის ხილვაზე შაჰს გული აუჩუყდება და იქნებ უკანვე დააბრუნოსო ყრმა უფლისწული. თანაც ქეთევან დედოფალიც უნდა ხლებოდა შაჰ აბასს, რამეთუ თეიმურაზი „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ აბასისგან, რათა ევედროსცა, შეწყალებად და უკუნქცევად“.ერთი სიტყვით, განჯას უფლისწული ალექსანდრე გაგზავნეს ქეთევან დედოფლისა და სახლთუხუცეს ნოდარ ჯორჯაძის თანხლებით.დიდი პატივითა და თავაზითა შეხვდა შაჰი ქეთევან დედოფალს, მაგრამ ყრმა ალექსანდრე რომ იხილა, რისხვა ვერ დაიოკა, ძიძა ხომ არ ვარ, ეს ჩვილი რომ მომიგდეთო?! გაცოფებულმა არც მოუსმინა ქეთევანს, „ულამაზესსა და უბრძნეს დედოფალს“, მაშინვე ზაქერ აღა ყუჩში და ნოდარ ჯორჯაძე უკანვე, კახეთს გაგზავნა და თეიმურაზს ბრძანება შეუთვალა, ახლავე შენი უფროსი ძე გამომიგზავნე, თუ გინდა, დედაშენი და შენი უმცროსი ვაჟი დაგიბრუნო და მეც ჩემის ჯარებით უკან გავბრუნდე;, თუ არა, მერე ყველაფერი შენს თავს დააბრალეო.ქეთევანმა მოახერხა და ჯორჯაძის პირით გადასცა თეიმურაზს, არამც და არამც არ გამოუშვა ლევან ბატონიშვილი მძევლად, მთელი ჩვენი ოჯახის ხელში ჩაგდებასა და ამოწყვეტას აპირებს შაჰ აბასიო.ისევ იწვია დარბაზი სათათბიროდ თეიმურაზმა. ისევ აიჩემეს უფლისწულის გაწირვა თავადებმა. ბევრი იომა თეიმურაზმა, მეორე შვილსაც ნუ დამიკარგავთ, სულ ერთია, მაინც შემოგვიტევს შაჰ აბასიო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. შენ თავად შაჰ აბასის გაზრდილი ხარ, იმის მერეც ორგზის იყავი მასთან, ორჯერვე დიდის პატივით მიგიღო და უამრავი ნიჭით (ანუ საჩუქრებით) დატვირთული გამოგისტუმრა და რაღა მაინცდამაინც შენს შვილებს გაიმეტებსო?და დარბაზის გადაწყვეტილებით, უფლისწული ლევანი, დავით ჯანდიერ-ასლანიშვილის თანხლებით, შაჰ აბასს გაუგზავნეს განჯაში.ამასობაში ზოგ „თადარიგიან“ კახელ თავადს უკვე მოესწრო შაჰ აბასთან გაქცევა და მორჩილების გამოცხადება. როცა თეიმურაზმა დედაცა და ორივე შვილიც გაიმეტა, დაფრთხნენ სამშობლოს მოღალატე თავადები, ვაითუ, ირანის მბრძანებელმა ქართველთ მეფეები შეირიგოსო. და შეუჩნდნენ შაჰს: ნუ ინებებ და ხელს ნუ აიღებ ქართლ-კახეთის დალაშქვრაზე; ჩვენ და ჩვენი შვილები მძევლებად გხლებივართ და თუ შენს ლაშქარს რამე დაუმარცხდეს, ყველას თავები დაგვაყრევინე, რადგან აქამდისინ მობრძანებულხარ, საქართველო მოინადირეო.მესამედ წარმოგზავნა შაჰმა ზაქერ აღა ყუშჩი, დავით ჯანდიერიც გამოატანა და თეიმურაზს ახალი ბრძანება შემოუთვალა:და შაჰის მზაკვრული განზრახვა უკვე ყველასთვის ნათელი გახდა: კახეთის სამეფო ოჯახის ერთად თავმოყრა და ერთიანად შემუსრვა სურდა მტარვალს. მერე კი უპატრონოდ დაგდებულ ქვეყანას შეესეოდა და გააჩანაგებდა. მაგრამ ზოგი სულგაყიდული მაინც იმ აზრზე იდგა, წავიდეს და ეახლოსო თეიმურაზი შაჰ აბასს. თუმცა მეფე ისე გაცეცხლდა, უმალვე ხმა გაიკმინდეს...სამწუხაროდ, ქართველი მეფეები გვიან მიხვდნენ მისახვედრს, გვიან დაიწყეს საბრძოლო მზადება.თეიმურაზმა ლუარსაბს შეატყობინა, შაჰ აბასი მოდის უთვალავი მხედრობითო. ისევ „მოსცა პირი მტკიცე“ ლუარსაბმა თეიმურაზს. კახეთის მეფეს „მტკიცე პირზე“ უფრო სამხედრო დახმარება ესაჭიროებოდა, მაგრამ ქართლის მეფეც არ აღმოჩნდა ამ ომისათვის მზად და ვერც დახმარება გაუწია სიძეს.შაჰმა კი ძვირფასი ტყვეები — ქეთევან დედოფალი და კახელი უფლისწულები ირანს გაგზავნა და მაშინვე საქართველოსკენ წამოიმართა „დიდის რისხვიანობითა და ლაშქრის სიმრავლითა“.ირანის ლომმა ორ ნაწილად გაჰყო ლაშქარი. ერთი ნაწილი თავრიზის ბეგლარბეგს, ფირბუდაყ ხანს ჩააბარა — ისინი ჯერ თბილისისკენ უნდა წასულიყვნენ და მერე სამხრეთიდან შეჭრილიყვნენ კახეთში; მეორე არმიას შაჰმა შარვანის ბეგლარბეგი იუსუფ ხანი მიუჩინა სარდლად და კახეთში აღმოსავლეთიდან შეჭრა უბრძანა.1614 წლის 14 მარტს, ხუთშაბათ დღეს, მუსლიმთა ნავრუზობის დღესასწაულს, სპარსელთა ორივე მხედრობა შაჰისაგან ნაბრძანებ ადგილზე იდგა. ფირბუდინ ხანისა და დელუ მუჰამედის ჯარებს იორი გადაელახათ და თეიმურაზისთვის სამხრეთის გზა გადაეკეტათ, ხოლო იუსუფ ხანს ალაზანი გადმოევლო და ქიზიყში შეჭრილიყო.კახელები ამას არ ელოდნენ და დაიბნნენ. ზოგი ისევ მოითხოვდა, თეიმურაზი შაჰს ეახლოსო, ზოგიც გაქცევას ურჩევდა მეფეს. მხოლოდ თითო-ოროლა დიდებული იყო ბრძოლის გამართვის მომხრე. იძალა თეიმურაზმა და სანამ შერჩენილი ერთგული ჯარიც შემოეფანტებოდა, სამხრეთისაკენ წაემართა სპარსთა ალყისაგან თავდასაღწევად და ქართლისაკენ გასაჭრელად.ჟალეთთან კახელთა ჯარს სპარსთა არმია გადაეღობა. თვით შაჰი მოუძღოდა ირანლთა მრავალრიხცხოვან მხედრობას.თეიმურაზმა შუბი გაწვართა და მტრისკენ გააქროლა ცხენი. მასთან ერთად სპარსთა ათასეულებს 500 ქართველიც ეკვეთა. კახელებმა შუბები შეალეწეს მტრის მოწინავეებს და ხმლები იშიშვლეს.თავგანწირვით იბრძოდნენ მეფე თეიმურაზი და მისი ჯარი, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. კახელებმა უკან დაიხიეს, მაგრამ დაგვიანებული გამოდგა ეს მანევრი — შაჰს უკვე მოესწრო მათ ზურგში ცხენოსნების გადასროლა და ქართველები ალყაში აღმოჩნდნენ.ტყვეობა ან სიკვდილი — ეს არჩევანიღა ჰქონდა კახთა მეფეს. და თეიმურაზმა სამარცხვინო ტყვეობას სიკვდილი არჩია: მედგრად შეუტია ირანელთა შუა კერძს, ყიჟინით მიჰყვნენ გადარჩენილი ქართველი მეომრებიც. და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ირანელებმა ამ თავგანწირულ შეტევას ვერ გაუძლეს და უკუიქცნენ — ქართველებმა ალყა გაარღვიეს და სამშვიდობოს გავიდნენ.ცოფებს ჰყრიდა შაჰ აბასი, სიკვდილით დასაჯა ბრძოლის ველიდან გაქცეული მხდალი სარდლები, როგორ გაუშვითო თეიმურაზი.ამასობაში კახთ მეფე ქართლში გადავიდა. ლუარსაბი მუხრანში ელოდა ნაომარ მოყვარესა და მოკავშირეს. გადაეხვია სიძეს, გამარჯვება მიულოცა. და სანამ მეფეები მშვიდად ატარებდნენ დროს, ქართლის თავადები ლუარსაბს შაჰ აბასთან გაეპარნენ. ირანის ლომის ბანაკში გადავიდნენ ნუგზარ არაგვის ერისთავი, იასე ქნის ერისთავი, ანდუყაფარ ამილახორი, აღათანგ ხერხეულიძე და ფეშანგი ფლავანდიშვილი...თავიდან ქართველი მეფეები შაჰთან ომს აპირებდნენ, მაგრამ იმდენმა მოღალატემ აქცია ზურგი მათ, რომ ბრძოლა უპერსპექტივოდ მიიჩნიეს და იმერეთს შეაფარეს თავი. ხოლო ქართლ-კახეთი მძვინვარე შაჰის შერჩა საჯიჯგნად...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1c/280480200_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_32f460b5716936fc8ad65469c37660e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
1613 წლის შემოდგომა იდგა. შაჰ აბასი ურიცხვი მხედრობით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ. ლაშქრობის წინ ხმა გაავრცელა, ოსმალეთის დასალაშქრად მივდივარო. ოსმალეთში კი მაცნედ სულთან მოჰამედ ბეგ თალიში აფრინა, ხონთქარს შეუთვალა, მართლა კი არ ვაპირებ ზავის დარღვევას, ქართველთა თვალის ასახვევად გავავრცელე ხმები, სინამდვილეში სწორედ ქართლ-კახეთის დასალაშქრად მივეშურებიო.
შაჰის ურდომ განჯასთან დასცა ბანაკი. ირანის მბრძანებელმა მაშინვე აამოქმედა „ტყუპი წერილების“ ტაქტიკა — ქართლის მეფე ლუარსაბ მეორესა და კახეთის ხელმწიფე თეიმურზ პირველს ერთნაირი წერილები გაუგზავნა.
„ჩემო საყვარელო ცოლისძმავ, ნუ ენდობი თეიმურაზს, ნუ უერთგულებ მას, ვინაიდან შენი მოსისხლე მტერია და სურს, მეგობრობის ნიღბით მოგატყუოს, მოგკლას და შენს ქვეყანას დაეპატრონოს. მან მე პირადად გამიმხილა ეს განაზრახი. ამიტომ, სანამ ცოცხალი ხარ, თვითონ დაასწარი, მოჰკალი იგი და შენი იქნება ორივე ქვეყანა — ქართლიც, კახეთიც. მეც აქ მოვსულვარ და თუ საჭირო გავხდე, შემომითვალე და მაშინვე მოგეშველები ჯარითა და ფულით“.
იგივე შინაარსისა იყო თეიმურაზისადმი გაგზავნილი უსტარიც. მაგრამ ლუარსაბმა და თეიმურაზმა შაჰ აბასის წაქეზება ახლო არ გაიკარეს, ერთმანეთს წერილები გაუცვალეს, ჭეშმარიტება დაადგინეს და ამით დაასრულეს ამაზე ფიქრი.
უბედურება ის იყო, რომ მოახლებული საფრთხე ვერ გააცნობიერეს, ვერ შეიგრძნეს, და ქართლ-კახეთის გვირგვინოსნებს ხელიც არ გაუნძრევიათ მტერთან დასახვედრად.
შაჰ აბასმა კი განჯაში გამოიზამთრა და1614 წლის ადრიან გაზაფხულზე თეიმურაზს ელჩად ზაქერ აღა ყუშჩი აახლა. ასე უთვლიდა:
„დღე დღეზე ოსმალეთს სალაშქროდ მივეშურები, ხოლო შენ აღარ გენდობი. ასე მგონია, პაპაშენივით ოსმალების მხარეს დაიჭერ, ამიტომ, თუ მართლა მტრობას არ მიპირებენ, შენი შვილი უნდა გამომიგზავნო მძევლად დაუყონებლივ. ჩემთან იქნება შენი ძე, შევიტკბობ, შევიყვარებ და გავზრდი შენზე უკეთესად და შენს უმჯობესად“.
თეიმურაზმა სამეფო დარბაზი შეჰყარა და „მძლავრი ბოროტის“ მოთხოვნა შეატყობინა. დარბაზმა მძევლის მიცემა ურჩია მეფეს. უარზე დადგა თეიმურაზი, ტყუილად მაკარგვინებთო შვილს, ვერაგი შაჰი მაინც აგვაოხრებსო. მაგრამ ვერაფერს გახდა. თავადები ჯიუტად მოითხოვდნენ ერთ-ერთი უფლისწულის გადაცემას, რამეთუ ეგონათ, მეფის ძის მსხვერპლად გაღებით საკუთარ ოჯახებს გადაარჩენდნენ შაჰის მძვინვარებისაგან.
ბოლოს გატყდა მეფე, ორ უფლისწულს — 5 წლის ლევანსა და 3 წლის ალექსანდრეს შორის არჩევანი უმრწმესზე გააკეთა. გულუბრყვილოდ ფიქრობდა, პატარა ბავშვის ხილვაზე შაჰს გული აუჩუყდება და იქნებ უკანვე დააბრუნოსო ყრმა უფლისწული. თანაც ქეთევან დედოფალიც უნდა ხლებოდა შაჰ აბასს, რამეთუ თეიმურაზი „ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ აბასისგან, რათა ევედროსცა, შეწყალებად და უკუნქცევად“.
ერთი სიტყვით, განჯას უფლისწული ალექსანდრე გაგზავნეს ქეთევან დედოფლისა და სახლთუხუცეს ნოდარ ჯორჯაძის თანხლებით.
დიდი პატივითა და თავაზითა შეხვდა შაჰი ქეთევან დედოფალს, მაგრამ ყრმა ალექსანდრე რომ იხილა, რისხვა ვერ დაიოკა, ძიძა ხომ არ ვარ, ეს ჩვილი რომ მომიგდეთო?! გაცოფებულმა არც მოუსმინა ქეთევანს, „ულამაზესსა და უბრძნეს დედოფალს“, მაშინვე ზაქერ აღა ყუჩში და ნოდარ ჯორჯაძე უკანვე, კახეთს გაგზავნა და თეიმურაზს ბრძანება შეუთვალა, ახლავე შენი უფროსი ძე გამომიგზავნე, თუ გინდა, დედაშენი და შენი უმცროსი ვაჟი დაგიბრუნო და მეც ჩემის ჯარებით უკან გავბრუნდე;, თუ არა, მერე ყველაფერი შენს თავს დააბრალეო.
ქეთევანმა მოახერხა და ჯორჯაძის პირით გადასცა თეიმურაზს, არამც და არამც არ გამოუშვა ლევან ბატონიშვილი მძევლად, მთელი ჩვენი ოჯახის ხელში ჩაგდებასა და ამოწყვეტას აპირებს შაჰ აბასიო.
ისევ იწვია დარბაზი სათათბიროდ თეიმურაზმა. ისევ აიჩემეს უფლისწულის გაწირვა თავადებმა. ბევრი იომა თეიმურაზმა, მეორე შვილსაც ნუ დამიკარგავთ, სულ ერთია, მაინც შემოგვიტევს შაჰ აბასიო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. შენ თავად შაჰ აბასის გაზრდილი ხარ, იმის მერეც ორგზის იყავი მასთან, ორჯერვე დიდის პატივით მიგიღო და უამრავი ნიჭით (ანუ საჩუქრებით) დატვირთული გამოგისტუმრა და რაღა მაინცდამაინც შენს შვილებს გაიმეტებსო?
და დარბაზის გადაწყვეტილებით, უფლისწული ლევანი, დავით ჯანდიერ-ასლანიშვილის თანხლებით, შაჰ აბასს გაუგზავნეს განჯაში.
ამასობაში ზოგ „თადარიგიან“ კახელ თავადს უკვე მოესწრო შაჰ აბასთან გაქცევა და მორჩილების გამოცხადება. როცა თეიმურაზმა დედაცა და ორივე შვილიც გაიმეტა, დაფრთხნენ სამშობლოს მოღალატე თავადები, ვაითუ, ირანის მბრძანებელმა ქართველთ მეფეები შეირიგოსო. და შეუჩნდნენ შაჰს: ნუ ინებებ და ხელს ნუ აიღებ ქართლ-კახეთის დალაშქვრაზე; ჩვენ და ჩვენი შვილები მძევლებად გხლებივართ და თუ შენს ლაშქარს რამე დაუმარცხდეს, ყველას თავები დაგვაყრევინე, რადგან აქამდისინ მობრძანებულხარ, საქართველო მოინადირეო.
მესამედ წარმოგზავნა შაჰმა ზაქერ აღა ყუშჩი, დავით ჯანდიერიც გამოატანა და თეიმურაზს ახალი ბრძანება შემოუთვალა:
„აწ ვსცან, რამეთუ ხარ დიდად ერთგული ჩემი, ვინაიდან არ დაერიდე ძეთა შენთა ჩემთან გამოგზავნას, ახლა შენც მოდი ჩემთან სასწრაფოდ, აღგავსებ ნიჭითა მრავლითა და განგტევებ უკანვე მშვიდობით“.
და შაჰის მზაკვრული განზრახვა უკვე ყველასთვის ნათელი გახდა: კახეთის სამეფო ოჯახის ერთად თავმოყრა და ერთიანად შემუსრვა სურდა მტარვალს. მერე კი უპატრონოდ დაგდებულ ქვეყანას შეესეოდა და გააჩანაგებდა. მაგრამ ზოგი სულგაყიდული მაინც იმ აზრზე იდგა, წავიდეს და ეახლოსო თეიმურაზი შაჰ აბასს. თუმცა მეფე ისე გაცეცხლდა, უმალვე ხმა გაიკმინდეს...
სამწუხაროდ, ქართველი მეფეები გვიან მიხვდნენ მისახვედრს, გვიან დაიწყეს საბრძოლო მზადება.
თეიმურაზმა ლუარსაბს შეატყობინა, შაჰ აბასი მოდის უთვალავი მხედრობითო. ისევ „მოსცა პირი მტკიცე“ ლუარსაბმა თეიმურაზს. კახეთის მეფეს „მტკიცე პირზე“ უფრო სამხედრო დახმარება ესაჭიროებოდა, მაგრამ ქართლის მეფეც არ აღმოჩნდა ამ ომისათვის მზად და ვერც დახმარება გაუწია სიძეს.
შაჰმა კი ძვირფასი ტყვეები — ქეთევან დედოფალი და კახელი უფლისწულები ირანს გაგზავნა და მაშინვე საქართველოსკენ წამოიმართა „დიდის რისხვიანობითა და ლაშქრის სიმრავლითა“.
ირანის ლომმა ორ ნაწილად გაჰყო ლაშქარი. ერთი ნაწილი თავრიზის ბეგლარბეგს, ფირბუდაყ ხანს ჩააბარა — ისინი ჯერ თბილისისკენ უნდა წასულიყვნენ და მერე სამხრეთიდან შეჭრილიყვნენ კახეთში; მეორე არმიას შაჰმა შარვანის ბეგლარბეგი იუსუფ ხანი მიუჩინა სარდლად და კახეთში აღმოსავლეთიდან შეჭრა უბრძანა.
1614 წლის 14 მარტს, ხუთშაბათ დღეს, მუსლიმთა ნავრუზობის დღესასწაულს, სპარსელთა ორივე მხედრობა შაჰისაგან ნაბრძანებ ადგილზე იდგა. ფირბუდინ ხანისა და დელუ მუჰამედის ჯარებს იორი გადაელახათ და თეიმურაზისთვის სამხრეთის გზა გადაეკეტათ, ხოლო იუსუფ ხანს ალაზანი გადმოევლო და ქიზიყში შეჭრილიყო.
კახელები ამას არ ელოდნენ და დაიბნნენ. ზოგი ისევ მოითხოვდა, თეიმურაზი შაჰს ეახლოსო, ზოგიც გაქცევას ურჩევდა მეფეს. მხოლოდ თითო-ოროლა დიდებული იყო ბრძოლის გამართვის მომხრე.
იძალა თეიმურაზმა და სანამ შერჩენილი ერთგული ჯარიც შემოეფანტებოდა, სამხრეთისაკენ წაემართა სპარსთა ალყისაგან თავდასაღწევად და ქართლისაკენ გასაჭრელად.
ჟალეთთან კახელთა ჯარს სპარსთა არმია გადაეღობა. თვით შაჰი მოუძღოდა ირანლთა მრავალრიხცხოვან მხედრობას.
თეიმურაზმა შუბი გაწვართა და მტრისკენ გააქროლა ცხენი. მასთან ერთად სპარსთა ათასეულებს 500 ქართველიც ეკვეთა. კახელებმა შუბები შეალეწეს მტრის მოწინავეებს და ხმლები იშიშვლეს.
თავგანწირვით იბრძოდნენ მეფე თეიმურაზი და მისი ჯარი, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. კახელებმა უკან დაიხიეს, მაგრამ დაგვიანებული გამოდგა ეს მანევრი — შაჰს უკვე მოესწრო მათ ზურგში ცხენოსნების გადასროლა და ქართველები ალყაში აღმოჩნდნენ.
ტყვეობა ან სიკვდილი — ეს არჩევანიღა ჰქონდა კახთა მეფეს. და თეიმურაზმა სამარცხვინო ტყვეობას სიკვდილი არჩია: მედგრად შეუტია ირანელთა შუა კერძს, ყიჟინით მიჰყვნენ გადარჩენილი ქართველი მეომრებიც. და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ირანელებმა ამ თავგანწირულ შეტევას ვერ გაუძლეს და უკუიქცნენ — ქართველებმა ალყა გაარღვიეს და სამშვიდობოს გავიდნენ.
ცოფებს ჰყრიდა შაჰ აბასი, სიკვდილით დასაჯა ბრძოლის ველიდან გაქცეული მხდალი სარდლები, როგორ გაუშვითო თეიმურაზი.
ამასობაში კახთ მეფე ქართლში გადავიდა. ლუარსაბი მუხრანში ელოდა ნაომარ მოყვარესა და მოკავშირეს. გადაეხვია სიძეს, გამარჯვება მიულოცა. და სანამ მეფეები მშვიდად ატარებდნენ დროს, ქართლის თავადები ლუარსაბს შაჰ აბასთან გაეპარნენ.
ირანის ლომის ბანაკში გადავიდნენ ნუგზარ არაგვის ერისთავი, იასე ქნის ერისთავი, ანდუყაფარ ამილახორი, აღათანგ ხერხეულიძე და ფეშანგი ფლავანდიშვილი...
თავიდან ქართველი მეფეები შაჰთან ომს აპირებდნენ, მაგრამ იმდენმა მოღალატემ აქცია ზურგი მათ, რომ ბრძოლა უპერსპექტივოდ მიიჩნიეს და იმერეთს შეაფარეს თავი. ხოლო ქართლ-კახეთი მძვინვარე შაჰის შერჩა საჯიჯგნად...