https://sputnik-georgia.com/20231103/sapatriarqom-natlierbis-raodenoba-daadgina-283972569.html
რამდენი ნათლია შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? ქართული ეკლესიის განჩინება
რამდენი ნათლია შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? ქართული ეკლესიის განჩინება
Sputnik საქართველო
ნათლიების დიდი რაოდენობის პრობლემა ხუთშაბათს სინოდის სხდომაზე განიხილეს. 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T23:57+0400
2023-11-03T23:57+0400
2023-11-03T23:58+0400
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
რელიგია
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23463/01/234630172_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_44b6a4a7f647735623be278f457308a7.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ნათლობის დროს ნათლიების რაოდენობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია სინოდის განჩინებაში.ხუთშაბათს სინოდის სხდომაზე ნათლიების დიდი რაოდენობის პრობლემაზე იმსჯელეს. საქართველოს საპატრიარქოს აზრით, ბოლო დროს მრავალი ნათლიის პრაქტიკამ კატასტროფული ხასიათი მიიღო.გარდა ამისა, საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23463/01/234630172_61:0:1394:1000_1920x0_80_0_0_f3daa1dfde71d49907c5ac70d7acbf62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, რელიგია, საზოგადოება, საქართველო
რამდენი ნათლია შეიძლება ჰყავდეს ადამიანს? ქართული ეკლესიის განჩინება
23:57 03.11.2023 (განახლებულია: 23:58 03.11.2023) ნათლიების დიდი რაოდენობის პრობლემა ხუთშაბათს სინოდის სხდომაზე განიხილეს.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ნათლობის დროს ნათლიების რაოდენობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
ხუთშაბათს სინოდის სხდომაზე ნათლიების დიდი რაოდენობის პრობლემაზე იმსჯელეს. საქართველოს საპატრიარქოს აზრით, ბოლო დროს მრავალი ნათლიის პრაქტიკამ კატასტროფული ხასიათი მიიღო.
„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის)“, – ნათქვამია განჩინებაში.
გარდა ამისა, საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.