https://sputnik-georgia.com/20231103/patimrebis-gaqcevis-saqmeze-dakavebul-badrags-brali-wauyenes-283950081.html
პატიმრების გაქცევა: საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი წაუყენეს
პატიმრების გაქცევა: საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი წაუყენეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა სამივე გაქცეული პატიმარი 2 ნოემბერს დააკავა 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T12:45+0400
2023-11-03T12:45+0400
2023-11-03T12:45+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_344eaf1ea90ca9cbe212baa8e1f2cd26.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.1 ნოემბერს სამი მსჯავრდებული საბადრაგო სამსახურს „ავერსის" კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. თითქმის 24-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ სამივე გაქცეული დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.გამოძიების ცნობით, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/77/235827717_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_55870c7b298996311ee0894e566cace7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პატიმრების გაქცევა: საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალი წაუყენეს
სამართალდამცველებმა სამივე გაქცეული პატიმარი 2 ნოემბერს დააკავა
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1 ნოემბერს სამი მსჯავრდებული საბადრაგო სამსახურს „ავერსის" კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაექცა, როდესაც ისინი სამედიცინო დაწესებულების უკანა შესასვლელთან იმყოფებოდნენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. თითქმის 24-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ სამივე გაქცეული დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.
გამოძიების ცნობით, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა.
„ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარი, რითაც სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა, სატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად დატოვა და მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.