https://sputnik-georgia.com/20231103/minuteman-283955258.html
მიმოხილვა: Minuteman-ის აფეთქება აშშ-ის ბირთვული ძალების დეგრადაციაზე მეტყველებს
მიმოხილვა: Minuteman-ის აფეთქება აშშ-ის ბირთვული ძალების დეგრადაციაზე მეტყველებს
Sputnik საქართველო
1 ნოემბერს აშშ-ის სამხედრო ბაზა ვანდენბერგიდან (კალიფორნია) ტესტირებისას გაშვებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III მალევე აფეთქდა წყნარ... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T13:46+0400
2023-11-03T13:46+0400
2023-11-03T13:46+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/03/283944994_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f2ebdfadb438571d54ea8f53dc68b970.jpg
1 ნოემბერს აშშ-ის სამხედრო ბაზა ვანდენბერგიდან (კალიფორნია) ტესტირებისას გაშვებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III მალევე აფეთქდა წყნარ ოკეანეში „მოულოდნელი ანომალიის გამო“.გაშვებამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ Minuteman III-ს გამოცდამ „უსაფრთხოების სტრატეგიული სისტემის საიმედოობა უნდა დაადასტუროს“ და „რუსებისთვის პასუხი“ უნდა გახდეს.აქ უნდა ვახსენოთ, რომ 25 ოქტომბერს რუსეთის სტრატეგიულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოცდა პოტენციური მტრის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ.1 ნოემბრის გამოცდის შედეგი სერიოზულ ეჭვებს ბადებს ამერიკული სტრატეგიული ბირთვული ძალების (SNF) საიმედოობაში. პენტაგონის პასუხი დამაჯერებელი არ არის.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Minuteman III წყნარ ოკეანეში ვარდება. 2022 წლის ივლისში კონტინენტთაშორისი რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში გამოვიდა მწყობრიდან; 2021 წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, საცდელი გაშვება იმ ეტაპზე შეწყდა, როდესაც რაკეტა ჯერ კიდევ მიწაზე იყო; 2018 წელს შეჩერდა ICBM-ების „ანომალიური“ ფრენა წყნარ ოკეანეში. 21-ე საუკუნეში Minuteman III-ის სატესტო გაშვებების ნახევარი წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს გასაკვირი არ არის. რაკეტა ექსპლუატაციაში 1970 წლიდანაა, მოდერნიზაციის ასაკი ვეღარ ნაზღაურდება.ამავდროულად, პენტაგონს დაახლოებით 400 Minuteman III აქვს განთავსებული ხუთ შტატში, რომელთა მოქმედების მანძილი 13000 კმ-მდეა. თითოეული 39 ტონიანი რაკეტა თითო 1,1 ტონიანი ქობინითაა აღჭურვილი. ეს აშშ-ის ბირთვული ტრიადის მთავარი და ყველაზე სუსტი რგოლია.აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა ჩარლზ რიჩარდმა მანამდე გააფრთხილა სენატი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია: „თქვენ არ შეგიძლიათ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე Minuteman III-ს... რაკეტები იმდენად მოძველებულია, რომ მათი კონსტრუქტორები უკვე გარდაიცვალნენ, ხოლო მოქმედ ინჟინრებს არ გააჩნიათ აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილიც კი“.ჩანაცვლების საჭიროება დიდი ხანია, მომწიფდა.ბალისტიკური რაკეტები შედარებაში იცნობაშახტური ბაზირების LGM-35 Sentinel-ების ახა სისტემას კორპორაციები Northrop Grumman და Lockheed Martin ამუშავებენ. პროექტის ღირებულება 265 მილიარდი დოლარია. ქობინის წარმოების დაწყება და ოპერატიული მზადყოფნის მიღწევა 2039 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი . ეს ძალიან შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა.სტრატეგიული ბირთვული იარაღის გაუმჯობესების სფეროში რუსეთი ათწლეულებით უსწრებს ამერიკას. რუსული კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ მახასიათებლების შედარება ამერიკულ Minuteman III-ის მახასიათებლებთან, შესაძლებელს ხდის გავიგოთ, რამდენად გაზვიადებულია ხმები შეერთებული შტატების ტექნოლოგიურ უპირატესობაზე.ერთ „სარმატს“, რომლის გაშვების წონა 210 ტონაა, შეუძლია 7,5 ბირთვული მეგატონის გადატანა დედამიწის ნებისმიერი პოლუსით, და აგრესორი სახელმწიფოს 35 მილიონზე მეტი მოქალაქის განადგურება. 10 ასეთი რაკეტა მთლიანად გაანადგურებს ნებისმიერ ქვეყანას. საგრძნობლად გაფართოვდა ICBM-ების საბრძოლო აღჭურვილობის დიაპაზონი; „ავანგარდის“ ჰიპერბგერით ბლოკებს 28 მაჰამდე სიჩქარით (33 ათას კმ/სთ-ზე მეტი) მოძრაობა შეუძლიათ.ტექნოლოგიური უფსკრული ამერიკული Minuteman IIIებთან უზარმაზარია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ქრონიკულ ჩამორჩენას მოწინავე იარაღის შემუშავებაში.მძიმე „სარმატმა“ საბრძოლო სიმძლავრითა და დახვეწილობით ლეგენდარულ „ვოევოდას“აჯობა.ამერიკული „რეაქტიული კბილის ჩხირი“ რუსული „სარმატის" კონკურენტი ვერ არის, თუმცა, აშშ-ის ბირთვული ტრიადის სხვა კომპონენტებიც შორსაა სრულყოფილებისგან.ვიეტნამის ომის მოდერნიზებულმა ვეტერანმა B-52 Stratofortress-მა 70 წელს გადააბიჯა. მძიმე ბომბდამშენები B-1 Lancer ექსპლუატაციაში 1985 წლიდანაა. მათ არ გააჩნიათ ბირთვული არსენალი და ტექნიკური პრობლემების გამო, 90 პროცენტით ბრძოლის უუნაროა.ორი ათეული ბომბდამშენი B-2 Spirit (თითოელი 2 მილიარდი დოლარი) ორმოცი წლის წინ შეიქმნა მოსკოვზე ბირთვული დარტყმისთვის, მაგრამ ისინი უკიდურესად კაპრიზულებია. Lancer-ები და Spirits-ები მალე ჩამოიწერება და ახალი სტრატეგიული ბომბდამშენი B-21 Raider მათ ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პროტოტიპი ჯერ არ არის აგებული.დროთა განმავლობაში ამერიკული ბირთვული ტრიადა შეიძლება გაქრეს (როგორც საფრანგეთსა და ბრიტანეთში) და დარჩეს მხოლოდ საზღვაო ბაზირების Trident II D5-ები.რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მაქსიმალური ზღვარი START-3 ხელშეკრულებით (რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ ემორჩილება) — არის ICBM-ეების გამშვები 700 დანადგარი და 1550 ქობინი, რომელთა 60 პროცენტი მუდმივი მზადყოფნაშია. მაღალტექნოლოგიური რუსული სტრატეგიული ბირთვული ძალების თანამედროვეობის დონე 83 პროცენტს აჭარბებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/03/283944994_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_d7a34bd1a6d966c59737e7032d2eea69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
1 ნოემბერს აშშ-ის სამხედრო ბაზა ვანდენბერგიდან (კალიფორნია) ტესტირებისას გაშვებული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III მალევე აფეთქდა წყნარ ოკეანეში „მოულოდნელი ანომალიის გამო“.
გაშვებამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ Minuteman III-ს გამოცდამ „უსაფრთხოების სტრატეგიული სისტემის საიმედოობა უნდა დაადასტუროს“ და „რუსებისთვის პასუხი“ უნდა გახდეს.
აქ უნდა ვახსენოთ, რომ 25 ოქტომბერს რუსეთის სტრატეგიულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოცდა პოტენციური მტრის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ.
1 ნოემბრის გამოცდის შედეგი სერიოზულ ეჭვებს ბადებს ამერიკული სტრატეგიული ბირთვული ძალების (SNF) საიმედოობაში. პენტაგონის პასუხი დამაჯერებელი არ არის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Minuteman III წყნარ ოკეანეში ვარდება. 2022 წლის ივლისში კონტინენტთაშორისი რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში გამოვიდა მწყობრიდან; 2021 წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, საცდელი გაშვება იმ ეტაპზე შეწყდა, როდესაც რაკეტა ჯერ კიდევ მიწაზე იყო; 2018 წელს შეჩერდა ICBM-ების „ანომალიური“ ფრენა წყნარ ოკეანეში. 21-ე საუკუნეში Minuteman III-ის სატესტო გაშვებების ნახევარი წარუმატებელი აღმოჩნდა და ეს გასაკვირი არ არის. რაკეტა ექსპლუატაციაში 1970 წლიდანაა, მოდერნიზაციის ასაკი ვეღარ ნაზღაურდება.
ამავდროულად, პენტაგონს დაახლოებით 400 Minuteman III აქვს განთავსებული ხუთ შტატში, რომელთა მოქმედების მანძილი 13000 კმ-მდეა. თითოეული 39 ტონიანი რაკეტა თითო 1,1 ტონიანი ქობინითაა აღჭურვილი. ეს აშშ-ის ბირთვული ტრიადის მთავარი და ყველაზე სუსტი რგოლია.
აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა ჩარლზ რიჩარდმა მანამდე გააფრთხილა სენატი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია: „თქვენ არ შეგიძლიათ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე Minuteman III-ს... რაკეტები იმდენად მოძველებულია, რომ მათი კონსტრუქტორები უკვე გარდაიცვალნენ, ხოლო მოქმედ ინჟინრებს არ გააჩნიათ აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილიც კი“.
ჩანაცვლების საჭიროება დიდი ხანია, მომწიფდა.
ბალისტიკური რაკეტები შედარებაში იცნობა
შახტური ბაზირების LGM-35 Sentinel-ების ახა სისტემას კორპორაციები Northrop Grumman და Lockheed Martin ამუშავებენ. პროექტის ღირებულება 265 მილიარდი დოლარია. ქობინის წარმოების დაწყება და ოპერატიული მზადყოფნის მიღწევა 2039 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი . ეს ძალიან შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა.
სტრატეგიული ბირთვული იარაღის გაუმჯობესების სფეროში რუსეთი ათწლეულებით უსწრებს ამერიკას. რუსული კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ მახასიათებლების შედარება ამერიკულ Minuteman III-ის მახასიათებლებთან, შესაძლებელს ხდის გავიგოთ, რამდენად გაზვიადებულია ხმები შეერთებული შტატების ტექნოლოგიურ უპირატესობაზე.
ერთ „სარმატს“, რომლის გაშვების წონა 210 ტონაა, შეუძლია 7,5 ბირთვული მეგატონის გადატანა დედამიწის ნებისმიერი პოლუსით, და აგრესორი სახელმწიფოს 35 მილიონზე მეტი მოქალაქის განადგურება. 10 ასეთი რაკეტა მთლიანად გაანადგურებს ნებისმიერ ქვეყანას. საგრძნობლად გაფართოვდა ICBM-ების საბრძოლო აღჭურვილობის დიაპაზონი; „ავანგარდის“ ჰიპერბგერით ბლოკებს 28 მაჰამდე სიჩქარით (33 ათას კმ/სთ-ზე მეტი) მოძრაობა შეუძლიათ.
ტექნოლოგიური უფსკრული ამერიკული Minuteman IIIებთან უზარმაზარია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ქრონიკულ ჩამორჩენას მოწინავე იარაღის შემუშავებაში.
მძიმე „სარმატმა“ საბრძოლო სიმძლავრითა და დახვეწილობით ლეგენდარულ „ვოევოდას“აჯობა.
ამერიკული „რეაქტიული კბილის ჩხირი“ რუსული „სარმატის" კონკურენტი ვერ არის, თუმცა, აშშ-ის ბირთვული ტრიადის სხვა კომპონენტებიც შორსაა სრულყოფილებისგან.
ვიეტნამის ომის მოდერნიზებულმა ვეტერანმა B-52 Stratofortress-მა 70 წელს გადააბიჯა. მძიმე ბომბდამშენები B-1 Lancer ექსპლუატაციაში 1985 წლიდანაა. მათ არ გააჩნიათ ბირთვული არსენალი და ტექნიკური პრობლემების გამო, 90 პროცენტით ბრძოლის უუნაროა.
ორი ათეული ბომბდამშენი B-2 Spirit (თითოელი 2 მილიარდი დოლარი) ორმოცი წლის წინ შეიქმნა მოსკოვზე ბირთვული დარტყმისთვის, მაგრამ ისინი უკიდურესად კაპრიზულებია. Lancer-ები და Spirits-ები მალე ჩამოიწერება და ახალი სტრატეგიული ბომბდამშენი B-21 Raider მათ ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პროტოტიპი ჯერ არ არის აგებული.
დროთა განმავლობაში ამერიკული ბირთვული ტრიადა შეიძლება გაქრეს (როგორც საფრანგეთსა და ბრიტანეთში) და დარჩეს მხოლოდ საზღვაო ბაზირების Trident II D5-ები.
რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მაქსიმალური ზღვარი START-3 ხელშეკრულებით (რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ ემორჩილება) — არის ICBM-ეების გამშვები 700 დანადგარი და 1550 ქობინი, რომელთა 60 პროცენტი მუდმივი მზადყოფნაშია. მაღალტექნოლოგიური რუსული სტრატეგიული ბირთვული ძალების თანამედროვეობის დონე 83 პროცენტს აჭარბებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე