მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ომში მოკავშირეებს ეძებს

© photo : Official website of the President of the Kazakhstan
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
ელენა კარაევა
უკრაინაში ანტირუსული პროექტისა და დასავლეთ აფრიკაში ნეოკოლონიალური პოლიტიკის ჩამოშლის შემდეგ, სანქციებით რუსეთისა და მისი ეკონომიკის შეზღუდვის აშკარა მარცხის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურად იზოლირება არ გამოვიდა, ევროპელმა „პიკეს ჟილეტებმა“ ცენტრალურ აზიაში შესვლის ცდა გადაწყვიტეს — იმავე მიზნით.
დაზვერვაზე მაკრონი გაგზავნეს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი აღარ ენდობა. ამიტომ, პოზიტიურ დღის წესრიგში დასარჩენად, პარიზიდან შორს გადანაცვლების დროა — იქ, სადაც არ არის ინფლაცია, ლოგინის ტკიპების შემოსევა, სიღატაკე და ყველაფერი ის, რაც მათ მიერვე არჩეული პრეზიდენტის მეორე მანდატმა მოუტანა ფრანგებს.
ელისეის სასახლის მფლობელმა ოთხშაბათი და ხუთშაბათი ყაზახეთსა და უზბეკეთში გაატარა ვიზიტებით. არც ისე დიდი ხნის წინ ფრანგული პრესა ორივე სახელმწიფოს „ავტოკრატიულად“ იხსენიებდა და „უფლებათა დარღვევაა" და ასევე „ძირითადი თავისუფლებების არარსებობაში“ ადანაშაულებდა. მაგრამ კონცეფცია შეიცვალა, უფრო სწორად, შეცვალეს, და ახლა სხვა ლექსიკა და უწყვეტი ღიმილი გამოიყენება.
რა მოხდა ისეთი, რამაც მაკრონი აიძულა, ათასობით კილომეტრი გაეფრინა და დრო მოლაპარაკებებში დაეხარჯა?
რა მოხდა და პანღური, რომელიც პარიზმა აფრიკაში მიიღო, სადაც რესურსებზე წვდომა სერიოზულად შეუზღუდეს, უპირველეს ყოვლისა, საკვანძო, თუნდაც მომაკვდავ ინდუსტრიებს. კიდევ იყო სანქციები, რომლებმაც საფრანგეთს ენერგომატარებლები და ასევე იშვიათი ლითონების მიწოდებები წაართვა. ეს ყველაფერი კი მრეწველობას სჭირდება. თანაც ოდესმე კი არა, არამედ ხვალვე.
ყაზახეთმა, სადაც როგორც ურანის, ისე იშვიათი ლითონების საბადოებია, ვიზიტის მომმზადებლების აზრით, ამ მხრივ რუსეთი უნდა ჩაანაცვლოს. პრესაში ხატოვნად იყო აღწერილი, თუ როგორ შეუძლიათ იმოქმედებდონ საფრანგეთმა და ევროკავშირმა ერთად, თანაც ოფიციალური ასტანის ქებაც არ ავიწყდებოდათ.
როგორც ჩანს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები არ კითხულობენ „რია-ს“. იმიტომ, რომ ექვს თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ, კოლეგა სავჩუკმა განმარტა, თუ რა სახის ურთიერთობები აკავშირებს ჩვენს ქვეყანას და ყაზახეთს ბირთვული ენერგეტიკის სფეროში.
საფრანგეთს, როგორც ამ ანეგდოტშია, ასეთ ვითარებაში შეუძლია მხოლოდ „გონებრივად დარჩეს მოსკოვთან და ასტანასთან“, ვინდაიდან, ხიბლი ხიბლად, კონტრაქტები კი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობა, სხვა ამბავია. და არცერთი გონიერი პოლიტიკოსი არ გაიღებს მსხვერპლად კონკრეტიკას „პოლიტესის“ ქიმერების გულისთვის.
ანალოგიური სიტუაციაა უზბეკეთთან დაკავშირებითაც, მაკრონმა იქაც ზუსტად იგივე ქცევის ხაზი აირჩია. მაგრამ პარიზული განზრახვა, ხელი შეეშალა ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ერთობლივი მუშაობისთვის, სრულიად პროგნოზირებადი ფიასკოთი დასრულდა.
რა თქმა უნდა, შეიძლება სწორი სიტყვების თქმა, კეთილგანწყობილი ღიმილი და პროგრესსა და დემოკრატიაზე საუბარი, მაგრამ უამრავი წარუმატებლობის შემდეგ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, სიტყვებისადმი ინტერესი მცირეა, თუ არა პაწაწინა.
ასევე არ არსებობს კოზირები — მართლაც მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი კოზირები. მაშ, რისთვის სჭირდება ევროპას, თანაც დღეს, ცენტრალური აზია?
ამაზე პასუხი Politico-ს პუბლიკაციამ გასცა. მედია, რომლის გულუბრყვილობაში ეჭვის შეტანაც ძნელია, სათაურშივე ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. მასში ნათქვამია: „მაკრონი პუტინის უკანა ეზოში ახალი მეგობრებისა და ურანის საძიებლად დაფრინდა“.
როგორც ჩანს, „პოლიტიკოში“ არც თუ ისე კომპეტენტური ხალხი მუშაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მარტო ის კი არ ეცოდინებოდათ, რომ „ჩემი ენა ჩემი მტერია“, არამედ ნეოკოლონიალიზმის აშკარა არომატით შეფერილ ლექსიკასაც შეამსუბუქებდნენ. ვერც ყაზახეთი — რომელთანაც რუსეთს ყველაზე დიდი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს, და ვერც უზბეკეთი — რომელთანაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და ახლაც აქვს თბილი ურთიერთობა, ვერ იქნება ვინმეს „უკანა ეზო“.
ეს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. და რუსეთი, დსთ-ის არსებობის ოცდაათი წლის განმავლობაში, არასდროს ეპყრობოდა მათ როგორც ვასალებს.
ეს სწორედაც რომ ურთიერთობების წმინდა ევროპული მოდელია, რომელშიც არიან თანასწორები და უფრო თანასწორნი, არსებობენ უფროსი პარტნიორები და უმცროსი პარტნიორები.
ისეთი იდეების გავრცელებით, რა მედიასა და რა თავად პოლიტიკოსებს, უბრალოდ არ ესმით, რომ თავს გასცემენ, მათი წითური ნეოკოლონიური კულულები არა მხოლოდ შენიშნა ყველა გონიერმა სახელმწიფომ, არამედ უკვე მწარე ბოლოზე მეტად მობეზრდათ.
მაკრონს შეუძლია მსხვილი მეწარმეების ნებისმიერი დელეგაცია იახლოს თან, შეუძლია დაპირებების კორიანტელი დააყენოს, მაგრამ ვინ მოუსმენს მის სიტყვებს, რომლებსაც თავად ფრანგები არ ენდობიან?
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გარანტირებულად ვამტკიცოთ, რომ ახალი მოკავშირეების ძიებისთვის ომში ეს მცდელობა, რომელსაც ევროპა აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩავარდა. ყველას თვალწინ და შეუქცევად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0