გრუშკო: ბალტიკაზე ნატოს ოცნებები ფუჭია

© AP Photo / Geert Vanden Wijngaert
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2023
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ნატომ უნდა გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რაც ბალტიის ზღვის ალიანსის შიდა ზღვად გადაქცევის მცდელობას მოჰყვება, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ ჟურნალისტებს ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში.
„ვფიქრობ, გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებსა და ნატოს სამხედრო სტრატეგებს მშვენივრად ესმით, რომ რუსეთისთვის ბალტიის ზღვის დახურვა ნიშნავს ბალტიის ზღვის ყველასთვის დაკეტვას. <...> ეს სურვილები, ოცნებები, სრულიად უსაფუძვლოა. და მათ, ვინც ამ ოცნებების რეალიზებას პრაქტიკული ქმედებებით ცდილობს, უნდა გააცნობიერონ მათთვისვე ყველა უარყოფითი შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს“, — აღნიშნა გრუშკომ.
მისი თქმით, ბალტიკა არასდროს გადაიქცევა ნატოს შიდა ზღვად, რაზეც დასავლელი „მსუბუქწონიანი პოლიტიკოსები“ საუბრობენ.
ყველა ახალი ამბავი
0