https://sputnik-georgia.com/20231103/agmosavlet-saqartveloshi-xuti-hesi-ashendeba-283946669.html
აღმოსავლეთ საქართველოში ხუთი ჰესი აშენდება
აღმოსავლეთ საქართველოში ხუთი ჰესი აშენდება
Sputnik საქართველო
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება, ამიტომაც რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის... 03.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-03T10:29+0400
2023-11-03T10:29+0400
2023-11-03T10:29+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027564_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_b8e595c0bdc565be722557d0065b438d.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში ხუთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 167 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.უწყების ცნობით, ხუთი პროექტის რეალიზაციისთვის და ელექტროსადგურების ხელშეწყობისთვის უნდა ჩატარდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი ჰესები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 118 მგვტ-ზე მეტი იქნება, აშენდება ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.ენერგეტიკის განვითარებაენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.დავითაშვილი: საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება რეკორდულად გაიზარდა>>>პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებმაც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი უნდა განახორციელონ.27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027564_609:0:3340:2048_1920x0_80_0_0_44db0f6e1d1258634135c5ff3c391a2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
აღმოსავლეთ საქართველოში ხუთი ჰესი აშენდება
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება, ამიტომაც რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში ხუთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 167 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხუთი პროექტის რეალიზაციისთვის და ელექტროსადგურების ხელშეწყობისთვის უნდა ჩატარდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი ჰესები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 118 მგვტ-ზე მეტი იქნება, აშენდება ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებმაც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი უნდა განახორციელონ.
27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.