დილით, თუ საღამოს? ვინ რა დროს უნდა მიირთვას ხაჭო

© photo: Sputnik / Vladimir Pesnia / გადასვლა მედიაბანკშიТворог
Творог  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და პოპულარული რძის პროდუქტია, მაგრამ მისი სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რასთან ერთად და როდის მიირთმევთ მას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ხაჭო არის პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით, ცხიმებით, მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მაკრო- და მიკროელემენტებით. ის სასარგებლოა ყველასთვის – პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც, მაგრამ ხაჭო მათ სხვადასხვაგვარად უნდა მიიღონ.

„ზრდასრულებმა, უმჯობესია, ხაჭო დილით მიირთვან, რადგან ის სითხეს აკავებს. გამონაკლისია მეძუძური დედები. მათ, ისევე, როგორც ბავშვებმა, ხაჭო, რომელიც ზრდისთვის ხელის შემწყობ ცილებს შეიცავს, უმჯობესია, საღამოს ჭამონ“, — განმარტავენ ექიმები.

იმისთვის, რომ ხაჭო კიდევ უფრო „ჯანმრთელი“ გახდეს, შეგიძლიათ სხვადასხვა დანამატებით შეზავებული მიირთვათ. უბრალოდ უნდა მოერიდოთ მარილსა და პილპილს, ვინაიდან ასე შეზავებული ხაჭო ორგანიზმში სითხეს შეაკავებს.
მაგალითად:
ხაჭო მწვანილით — ეს უფრო მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტია, რადგან მას ქლოროფილი, მწვანილის ფოლიუმის მჟავა და ახალი ვიტამინები ემატება.
ასევე კარგია, თუ ხაჭოს რომელიმე კენკრას შეურევთ.
ხაჭო კარგად ეთავსება არაჟანს — ეს აუმჯობესებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების, კალციუმის ათვისებას.
რაც შეეხება შაქარს, ის ხაჭოსთვის ცუდი დანამატია, ვინაიდან ამ დროს, ზედმეტი კალორიების გარდა, ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმის დარღვევასაც მივიღებთ.
სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ ამ პოპულარული პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ის ნამდვილი, ანუ ნატურალური უნდა იყოს და არ უნდა შეიცავდეს სახამებელს. ამის დასადგენად, დააწვეთეთ ხაჭოს იოდი. თუ წვეთი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ ხაჭო სახამებელს შეიცავს და ხელოვნური, ანუ ფალსიფიცირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0