https://sputnik-georgia.com/20231102/ukrainam-nestle-omis-sponsorebis-siasi-seiyvana-283928855.html
უკრაინამ Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა
უკრაინამ Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) შვეიცარიული კომპანია Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა, ვინაიდან... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T18:59+0400
2023-11-02T18:59+0400
2023-11-02T18:59+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283928680_0:278:3072:2006_1920x0_80_0_0_ed0cb528c80b814e63fe8247c3b2761e.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) შვეიცარიული კომპანია Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა, ვინაიდან კომპანია კვლავაც განაგრძობს მოღვაწეობას რუსეთში, აწვდის ქვეყანას საქონელს და აფართოებს წარმოებას, წერს NAPC საკუთარ Telegram-არხზე.უკრაინული უწყების განმარტებით, „ნესტლე“ თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ კომპანია რუსეთის მოსახლეობას პირველადი მოთხოვნილების საქონელს აწვდის და ამასთან რუსეთში დასაქმებულ 7000-ზე მეტ თანამშრომელზეც წუხს.სააგენტოს თქმით, ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ისტორიამ შვეიცარიულ კორპორაცია Nestle-ს არაფერი ასწავლა, ვინაიდან „მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი კომპანია ორ ფრონტზე მუშაობდა“ — პროდუქციას გერმანიის არმიასაც აწვდიდა და ამავდროულად ექსპორტს ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებშიც ახორციელებდა.აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინამ „ომის სპონსორების“ სიას დაამატა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: AliExpress, Philip Morris, Japan Tobacco, Bacardi და სხვა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283928680_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_51eca6ef6ce592cc02b9d395b6cd58b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) შვეიცარიული კომპანია Nestle „ომის სპონსორების“ სიაში შეიყვანა, ვინაიდან კომპანია კვლავაც განაგრძობს მოღვაწეობას რუსეთში, აწვდის ქვეყანას საქონელს და აფართოებს წარმოებას, წერს NAPC საკუთარ
Telegram-არხზე. „კომპანიამ [2022 წლის დასაწყისში] რუსეთში ექსპორტისა და იმპორტის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, გარდა პირველადი მოთხოვნილების საქონლისა. თუმცა, მედიის ცნობით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსული მაღაზიების თაროები სავსე იყო Nestle-ს პროდუქტებით“, — იტყობინება NAPC.
უკრაინული უწყების განმარტებით, „ნესტლე“ თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ კომპანია რუსეთის მოსახლეობას პირველადი მოთხოვნილების საქონელს აწვდის და ამასთან რუსეთში დასაქმებულ 7000-ზე მეტ თანამშრომელზეც წუხს.
„ამრიგად, კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებს და მხარს უჭერს აგრესორის ეკონომიკას. გარდა ამისა, კომპანია შეაქვს არა მხოლოდ პირველადი საჭიროების საქონელი, არამედ ცდილობს, ფარულად გაგზავნოს ტექნოლოგიური აღჭურვილობა რუსეთში საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის“ — აცხადებენ NAPC-ში.
სააგენტოს თქმით, ეს ყველაფერი მოწმობს, რომ ისტორიამ შვეიცარიულ კორპორაცია Nestle-ს არაფერი ასწავლა, ვინაიდან „მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი კომპანია ორ ფრონტზე მუშაობდა“ — პროდუქციას გერმანიის არმიასაც აწვდიდა და ამავდროულად ექსპორტს ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებშიც ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინამ „ომის სპონსორების“ სიას დაამატა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: AliExpress, Philip Morris, Japan Tobacco, Bacardi და სხვა.