https://sputnik-georgia.com/20231102/tu-miznis-mirweva-ginda-gabrazdi-mecnierui-kvleva-283921808.html
თუ მიზნის მიღწევა გინდა, გაბრაზდი! - მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს
თუ მიზნის მიღწევა გინდა, გაბრაზდი! - მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბრაზი, როგორც წესი, უარყოფით ემოციად განიხილება, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რისხვა შეიძლება ძლიერი მოტივატორი იყოს რთული... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T18:18+0400
2023-11-02T18:18+0400
2023-11-02T18:18+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფსიქოლოგია
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283921627_0:64:1200:739_1920x0_80_0_0_f380eba8759273a016b42829eae05e0d.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბრაზი, როგორც წესი, უარყოფით ემოციად განიხილება, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რისხვა შეიძლება ძლიერი მოტივატორი იყოს რთული მიზნების მისაღწევად, აცხადებენ მეცნიერები.მათი თქმით, ადამიანის ფსიქიკასა და მის კეთილდღეობას ემოციების სრული სპექტრი ესაჭიროება - ნეგატიური ემოციების ჩათვლით.ემოციების ბუნების შესახებ მეცნიერული დებატები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს და შესაბამისად, ამ საკითხზე უამრავი ჰიპოთეზაც არსებობს. მაგალითად, ფუნქციონალისტური მიდგომის მიხედვით, ყველა ემოცია, დადებითიცა და უარყოფითიც, არის რეაქცია ადამიანის გარემოში მომხდარ მოვლენებზე, რათა მოამზადოს ის იმგვარი სიტუაციებისთვის, რომლებიც მოქმედებას მოითხოვს. მაგალითად, სევდა ნიშნავს, რომ ადამიანს დახმარება ან ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო ბრაზი შესაძლოა პრობლემის გადასაჭრელად რაიმეს გაკეთების აუცილებლობაზე მიანიშნებდეს.იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს ბრაზი ადამიანებზე სხვადასხვა ვითარებაში, ტეხასის უნივერსიტეტ A&M-ის ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებების კათედრის თანამშრომლებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რომელშიც 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მკვლევარებმა 1400-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის მონაცემებიც გააანალიზეს.როგორც Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, ექსპერიმენტების დროს საცდელი პირების ნაწილი ნეიტრალურ ხასიათზე იყო, ნაწილში კი ემოციურ რეაქციას (ბრაზი, მხიარულება, სევდა და ა.შ.) იწვევდნენ, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ.მაგალითად, ერთ-ერთი ცდისას ექსპერიმენტის მონაწილეებმა რთული ანაგრამები ამოხსნეს, მეორეში — ლოგიკური ტესტები, მესამეში — კომპიუტერზე თხილამურებით სრიალის სიმულაცია ითამაშეს და ა.შ.როგორც ყველა ცდის შედეგებით დადგინდა, გაბრაზება ზრდიდა ადამიანის უნარს, მიეღწია მიზნისთვის. ანუ, გაბრაზებული მონაწილეები უკეთ ხსნიდნენ თავსატეხებს, ტესტებსა და სხვა ამოცანებს. ერთ-ერთი ცდისას ბრაზმა აიძულა მონაწილე, მოტყუებით გაეზარდა მცდელობების რაოდენობა უკეთესი შედეგის მისაღებად.მისი თქმით, ადამიანებზე ბრაზის დადებითი გავლენა, რის შედეგადაც ისინი უფრო მეტად ისწრაფვოდნენ მიზნებისკენ და ხშირადაც აღწევდნენ წარმატებას, უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამოცანები რთული იყო. ასეთი ეფექტი არ შეინიშნებოდა ისეთ სიტუაციებში, როდესაც დავალებები უფრო მარტივი იყო.მკვლევარების თქმით, ზოგიერთი ცდისას სიბრაზის მსგავსი ეფექტები შეინიშნებოდა სხვა ემოციურ მდგომარეობებში: მაგალითად, როდესაც მონაწილეები მხიარულ გუნებაზე იყვნენ, ან რაღაცით ძლიერ გატაცებული. მეცნიერების განმარტებით, ეს ადასტურებს, რომ უარყოფითი ემოციები შეიძლება ისეთივე სასარგებლო იყოს ადამიანისთვის, როგორც პოზიტიური.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283921627_133:0:1200:800_1920x0_80_0_0_3e7de5a27268015b18a3b51f83250243.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია , საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბრაზი, როგორც წესი, უარყოფით ემოციად განიხილება, თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რისხვა შეიძლება ძლიერი მოტივატორი იყოს რთული მიზნების მისაღწევად, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, ადამიანის ფსიქიკასა და მის კეთილდღეობას ემოციების სრული სპექტრი ესაჭიროება - ნეგატიური ემოციების ჩათვლით.
ემოციების ბუნების შესახებ მეცნიერული დებატები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს და შესაბამისად, ამ საკითხზე უამრავი ჰიპოთეზაც არსებობს. მაგალითად, ფუნქციონალისტური მიდგომის მიხედვით, ყველა ემოცია, დადებითიცა და უარყოფითიც, არის რეაქცია ადამიანის გარემოში მომხდარ მოვლენებზე, რათა მოამზადოს ის იმგვარი სიტუაციებისთვის, რომლებიც მოქმედებას მოითხოვს. მაგალითად, სევდა ნიშნავს, რომ ადამიანს დახმარება ან ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო ბრაზი შესაძლოა პრობლემის გადასაჭრელად რაიმეს გაკეთების აუცილებლობაზე მიანიშნებდეს.
იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს ბრაზი ადამიანებზე სხვადასხვა ვითარებაში, ტეხასის უნივერსიტეტ A&M-ის ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებების კათედრის თანამშრომლებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს, რომელშიც 1000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მკვლევარებმა 1400-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის მონაცემებიც გააანალიზეს.
როგორც
Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, ექსპერიმენტების დროს საცდელი პირების ნაწილი ნეიტრალურ ხასიათზე იყო, ნაწილში კი ემოციურ რეაქციას (ბრაზი, მხიარულება, სევდა და ა.შ.) იწვევდნენ, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა დავალებებს აძლევდნენ.
მაგალითად, ერთ-ერთი ცდისას ექსპერიმენტის მონაწილეებმა რთული ანაგრამები ამოხსნეს, მეორეში — ლოგიკური ტესტები, მესამეში — კომპიუტერზე თხილამურებით სრიალის სიმულაცია ითამაშეს და ა.შ.
როგორც ყველა ცდის შედეგებით დადგინდა, გაბრაზება ზრდიდა ადამიანის უნარს, მიეღწია მიზნისთვის. ანუ, გაბრაზებული მონაწილეები უკეთ ხსნიდნენ თავსატეხებს, ტესტებსა და სხვა ამოცანებს. ერთ-ერთი ცდისას ბრაზმა აიძულა მონაწილე, მოტყუებით გაეზარდა მცდელობების რაოდენობა უკეთესი შედეგის მისაღებად.
„კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ბრაზი ზრდის ადამიანის ძალისხმევას, მიაღწიოს სასურველს. ეს კი ხშირად უფრო დიდ წარმატებას უწყობს ხელს“, — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჰიზერ ლენჩმა.
მისი თქმით, ადამიანებზე ბრაზის დადებითი გავლენა, რის შედეგადაც ისინი უფრო მეტად ისწრაფვოდნენ მიზნებისკენ და ხშირადაც აღწევდნენ წარმატებას, უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამოცანები რთული იყო. ასეთი ეფექტი არ შეინიშნებოდა ისეთ სიტუაციებში, როდესაც დავალებები უფრო მარტივი იყო.
მკვლევარების თქმით, ზოგიერთი ცდისას სიბრაზის მსგავსი ეფექტები შეინიშნებოდა სხვა ემოციურ მდგომარეობებში: მაგალითად, როდესაც მონაწილეები მხიარულ გუნებაზე იყვნენ, ან რაღაცით ძლიერ გატაცებული. მეცნიერების განმარტებით, ეს ადასტურებს, რომ უარყოფითი ემოციები შეიძლება ისეთივე სასარგებლო იყოს ადამიანისთვის, როგორც პოზიტიური.