გამოვლინდნენ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები

© courtesy GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული ოცი სტარტაპი დაასახელა.
გამარჯვებულ სტარტაპებს შორის არიან:
Eye2Eye — აპარატი, რომელიც „სიელმისა" და „ზარმაცი თვალის" გამოსწორებას უწყობს ხელს მარტივი ყოველდღიური ვარჯიშის საშუალებით.
Roommate Georgia — ალგორითმი, რომლის საშუალებითაც ქართველი თუ უცხოელი სტუდენტები ოთახის მეზობელს იპოვიან, რათა ბინის ქირის ხარჯი გადაინაწილონ; ხოლო ბინის მეპატრონეები საცხოვრებელს საკომისიოს გადახდის გარეშე გააქირავებენ.
metric.ge — სტარტაპი ავტომანქანებისა და ბინის შეძენის მსურველებს შესაძენი ქონების შერჩევაში, მათ შეფასებასა და შესაძენად საჭირო ფინანსების მიღებაში ეხმარება.
Wiggly AI — ცხოველის პირადი AI ასისტენტი, რომელიც შეინახავს ცხოველის ისტორიას და მის საფუძველზე ოთხფეხა მეგობრის მეპატრონეს გაუწევს ექსპერტულ და ინდივიდუალურ კონსულტაციას, მისცემს პერსონალიზირებულ რჩევებს მისთვის საინტერესო/საჭირო საკითხზე.
Sfero — დასაქმების პლატფორმა, რომელიც აჩქარებს დასაქმების ეფექტურობას და ამცირებს მის ხარჯებს.
გამარჯვებული სტარტაპების სრული ჩამონათვალი GITA-ს საიტზე ქვეყნდება.
როგორც სააგანტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0