მოსაზრება: „ავდეევკის მარყუჟი“ ნატოს კისერზე იჭიმება

© photo: Sputnik / Sergei Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
გამოწერა
რუსეთის არმია სპეცოპერაციის ზონაში კონტრშეტევას ფართო ფრონტზე ახორციელებსდა შეუქცევად აქცევს მარწუხებში უკრაინული ჯარები ავდეევკის ჯგუფს. გრძელდება ავდეევვკის გამაგრებული ტერიტორიის ოპერატიული დაფარვა და უკრაინის გენერალური შტაბის მიერ ფრონტის სხვა სექტორებიდან გადასროლილი რეზერვების განადგურება.
რუსულმა ჯარებმა ოქტომბრის ბოლოს ავდეევკის ჩრდილოეთით და სამხრეთით გააფართოვეს პლაცდარმი, ბრძოლის ველსა და რუკაზე არსებული „მარწუხები“ აიძულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბსა და საკონტროლო ცენტრებს, ავდეევკის გამაგრებული ტერიტორიიდან ქალაქ კრამატორსკში გადაინაცვლონ, რომელიც 60 კილომეტრში მდებარეობს.
მანძილი რუსული „მარწუხების“ უკიდურეს წერტილებს შორის დაახლოებით 9 კმ-ია. ავდეევკის დასავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია არ არის აღჭურვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი საინჟინრო ნაგებობებით.
რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დაელოდნენ ზამთარს კონტრშეტევის დასაწყებად. ავდეევკის მიმართულებით იზრდება უკრაინის ჯარების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები, იწვება Leopard 2A6-ებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ნოვომიხაილოვკაში, პობედაში, გეორგიევკაში, ნეტაილოვკაში, იასნობროდოვკაში, ლასტოჩკინოსა და კერამიკაში რუსული არტილერიის ცეცხლის ქვეშაა.
ამ ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, ღია წყაროების თანახმად, სთხოვს პრეზიდენტ ზელენსკის, არ გაიმეოროს „ბახმუტის ისტორია“ და გაიყვანოს ჯარები ავდეევკის გამაგრებული ტერიტორიიდან. ალყაში მოქცევის საფრთხის მიუხედავად, ზელენსკი მოითხოვს, რომ ავდიივკაში რეზერვები გაიგზავნოს — გაორმაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონი, 30 ათას ჯარისკაცამდე. ამავდროულად, კიევი აშშ-სა და ნატოს იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალ მიწოდებას სთხოვს.
დასავლეთი ავდეევკის მოსალოდნელ დაცემას უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებასა და შეწყვეტას უკავშირებს. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა გუშინ კონგრესში შემაშფოთებლად განაცხადა, რომ პუტინი გაიმარჯვებს, თუ შეერთებული შტატები კიევის რეჟიმის მხარდაჭერას შეწყვეტს.
მაგრამ რუსეთი ყველა სცენარით გაიმარჯვებს, აქვს რა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უპირატესი შესაძლებლობები და უნაკლო ლოჯისტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ჟურნალის, U.S. News & World Report-ის რეიტინგში რუსეთის არმიამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში.

2023 წლის ცხელი შემოდგომა

„ბახმუტის ფორტეციისგან“ განსხვავებით, ავდეევკის გამაგრებულ ტერიტორიას ნამდვილად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.
ავდეევკის დაკარგვით უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტი შესაძლოა დნეპრის მარჯვენა სანაპირომდე ჩამოიშალოს. ამიტომ ავდეევკის მიმართულებით კიევის რეჟიმი ცინიკურად წვავს უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის და სამხედრო ტექნიკის ბოლო რეზერვებს. აქვე გადაიყვანეს ელიტარული 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა, რომელიც Leopard 2-ებითა M2 Bradley-ებითაა აღჭურვილი.
უკრაინაში ტოტალური მობილიზაციაა გამოცხადებული, რაც ვერ ანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მომზადებული სპეციალისტების, იარაღის რეზერვების, საბრძოლო მასალის, საწვავის და საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად სხვა მატერიალური საშუალებების მწვავე დეფიციტს.
ნატოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების რესურსები იწურება. კოლექტიური დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არსენალებსა და შესაძლებლობებს არ ძალუძს, დააკმაყოფილოს კიევის სამხედრო საჭიროებები. ბანკნოტების წარმოებისგან განსხვავებით, აშშ და ნატო ტექნოლოგიურად ვერ ახერხებენ წელიწადში ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის „დაბეჭდვას“. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წელიწადში 2 მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვებს ხარჯავენ. ახლა კიდევ, დასავლეთისთვის სრულიად შეუფერებელ დროს, ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პრობლემა წარმოიშვა პალესტინურ მოძრაობა ჰამასთან ომში.
ტელეარხმა CNN-მა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი დამაჯერებლად იმარჯვებს შეიარაღების შეჯიბრში, რომელიც „საარტილერიო საბრძოლო მასალას შვიდჯერ იაფად და რვაჯერ უფრო სწრაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთი“. ამერიკულმა გამოცემა The National Interest-მა დაამატა: „უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ერთად აღებულიც კი ვეღარ დაეწევა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს“.
კიევის რეჟიმის დასავლელი პატრონები სერიოზულად შიშობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა საპასუხოდ დაარტყას მათ ტერიტორიებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების გამო.
ბრიტანული ჟურნალი Spectator აღნიშნავს: „ამერიკელებს შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინის დაზვერვისადმი დასავლეთის დახმარებას დასავლური იარაღის გამოყენებად განიხილავს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ და ეს გამოიწვევს პირდაპირ შურისძიებას“.
იაპონურმა გამოცემა JB Press-მა გუშინ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დნეპრის გადაკვეთის გაბედული გეგმა შესთავაზა და ამავე დროს რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული დარტყმა იწინასწარმეტყველა კიევსა და ნატოზე. მართლაც, პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც დაუსჯელობის გრძნობა ქრება.
გამოცემა „მისლ პოლსკა“ იტყობინება: „სექტემბრის ბოლოს გაირკვა, რომ გაზაფხული-ზაფხულის მთავარი შეტევა, რომელიც დიდი სირთულეებით მომზადდა როგორც უკრაინის, ისე ნატოს ქვეყნების მიერ, წარუმატებლად დასრულდა. ამგვარად, რუსეთის კონტრშეტევა დროის საკითხი გახდა... გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ისევ თავის სტილში გააოცა დასავლელი სტრატეგები, როგორც ეს ყირიმის მოვლენების, დონბასის აჯანყების ან სირიის ოპერაციის დროს გააკეთა“.
რეალობა კი ისაა, რომ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი რუსული არმია საკუთარ მიწაზე ამარცხებს ნატოს მარიონეტი უკრაინის ძალებს, მიუხედავად ვაშინგტონისა და ბრიუსელის გეგმებისა, დეკლარაციებისა და ღირებულებებისა.
უფრო მეტიც, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ დონბასის ნაწილში უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ის კორესპონდენტს შესჩივლეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იზიარებს დასავლურ ღირებულებებს: „აქ ძალიან ბევრი ხალხი ელოდება რუსებს“.
ამერიკელი ეკონომისტის, დევიდ საქსის პროგნოზით, კონფლიქტი რუსეთის პირობებითა და რუსულენოვანი რეგიონების დაკარგვით დასრულდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელი კონტრშეტევის დროს დასავლელი სტრატეგებისა და ანალიტიკოსების რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა. დასრულდა გენერალ მარკ მილის მიერ კიევის სამხედრო წარმატებისთვის გამოყოფილი პერიოდი (ნოემბრის დასაწყისამდე). უკვალოდ გაქრა დისკურსი „რუსეთის დამარცხების შესახებ ბრძოლის ველზე".
დღეს შეერთებული შტატები და ნატო მხოლოდ „სახის შენარჩუნებასა“ და „უკრაინის, როგორც სახელმწიფოს“ გადარჩენას ცდილობენ. რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის მიზნები და ამოცანები კი უცვლელი რჩება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0