რა გაწერიათ შუბლზე: დაადგინეთ თვისებები, მიდრეკილებები და კარიერა
გამოწერა
რამდენი ვერტიკალური ნაოჭი გიჩნდებათ შუბლზე, როდესაც წარბებს ჭმუხნით — ერთი, ორი თუ მეტი?
ირკვევა, რომ ადამიანის ფარული თვისებების გამოვლენა ნაოჭების რაოდენობასაც კი შეუძლია. შუბლის ხაზებისა და მისი თავისებურებების შესწავლით ხასიათის, პიროვნული თვისებების ან მომავლის გაშიფვრის პრაქტიკას მეტოპოსკოპია ეწოდება. მეტოპოსკოპისტებს მიაჩნიათ, რომ შუბლი სულის რუკაა, რომ შუბლის ხაზებს შეუძლია, ადამიანის შინაგანი ბუნება გამოავლინოს.
ამიტომ, თუ საკუთარი მახასიათებლები გაინტერესებთ, ჩაიხედეთ სარკეში, შეჭმუხნეთ შუბლი და დაითვალეთ, რამდენი ვერტიკალური (და არა ჰორიზონტალური!) ხაზი გიჩნდებათ ასეთ მდგომარეობაში.
თუ შუბლზე გაქვთ:
ერთი ვერტიკალური ნაოჭი — ხართ შეუპოვარი, მტკიცე, უდრეკი და მიზანდასახული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, გარშემო მყოფები სწორედ ამგვარად აღგიქვამენ.
გარდა ამისა:
გაქვთ მიზანზე კონცენტრირების უნარი;
მიიჩნევით ჭკვიან და უნარიან ადამიანად;
ზოგჯერ ხალხს ეგოისტი, არარომანტიული და ანგარებიანი ჰგონიხართ. და ამაში არის გარკვეული სიმართლე — ზოგ სიტუაციაში შეიძლება მართლაც აღმოჩნდეთ ძალიან ეგოისტი და ზედმეტად ამბიციური;
შეიძლება გყავდეთ უფრო მეტი მტერი, ვიდრე მეგობარი. ეს, სავარაუდოდ, იმით არის განპირობებული, რომ ზედმეტად ხართ კონცენტრირებული საკუთარ მიზნებზე და საკუთარ მოთხოვნილებებს სხვების საჭიროებებზე მაღლა აყენებთ;
ხართ საკმაოდ პირდაპირი;
თუ ქალი ბრძანდებით — მაშინ შეიძლება იყოთ ზედმეტად მამაკაცური ან აგრესიული.
შეგიძლიათ კარგი კარიერა აიგოთ ბიზნესში, სამართალში, პოლიტიკაში, მედიცინაში, განათლებაში, ინჟინერიაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში და ა.შ.
ორი ვერტიკალური ნაოჭი — ხშირად ინტელექტუალურ, მოაზროვნე და ანალიტიკური გონების ადამიანად გახასიათებენ.
გარდა ამისა, თქვენ ასევე ხართ:
შრომისმოყვარე, ამბიციური და წარმატებული;
მიდრეკილი სტრესის, შფოთვისა და პერფექციონიზმისკენ;
ღრმად მოაზროვნე, რომელსაც უყვარს რთული იდეებისა და პრობლემების შესწავლა;
კრეატიული და ახალი იდეების გენერატორი;
მოტივირებული ადამიანი და ყოველთვის ისწრაფვით სრულყოფისკენ;
ერთგული და მზრუნველი — ყოველთვის მზად ხართ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასახმარებლად;
შეგიძლიათ თანაგრძნობა, თუმცა ურთიერთობებში შესაძლოა ზედმეტად ეგოცენტრული იყოთ და გსურდეთ, რომ პარტნიორმა გამუდმებით იზრუნოს თქვენზე.
წარმატებას მიაღწევთ როგორც მსახიობი, თეატრალი, მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი, იურისტი, ინჟინერი, არქიტექტორი, მეწარმე, ბუღალტერი და ა.შ.
სამი ვერტიკალური ნაოჭი — ბრძენ, გამოცდილ და გამჭრიახ ადამიანად ითვლებით.
გარდა ამისა, თქვენ ასევე:
ღრმად გესმით ცხოვრება და შეგიძლიათ ყველაფრის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა;
კრიტიკულად ხართ განწყობილი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ;
შეიძლება გიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველა შესაძლოა ვარიანტის ზედმეტი ანალიზი გჩვევიათ;
ხშირად ბუნებითი ლიდერი ხართ და შეგიძლიათ სხვების მოტივირება და შთაგონება;
გიზიდავთ კარიერა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაეხმაროთ სხვებს ან დადებითად იმოქმედოთ სამყაროზე;
გაქვთ პოტენციალი, მიაღწიოთ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ან გახდეთ ცნობილი ადამიანი.
თქვენ წარმატებას მიაღწევთ როგორც მედიაკონსულტანტი, PR-სპეციალისტი, სოციალური მუშაკი, მუსიკოსი, მსახიობი, მკურნალი, ფილოსოფოსი, რელიგიური ლიდერი და ა.შ.