https://sputnik-georgia.com/20231102/papuasvilma-deputatebistvis-xelfasebis-gazrda-moitxova-283942271.html
ახალი ინიციატივა: პაპუაშვილმა დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვა
ახალი ინიციატივა: პაპუაშვილმა დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მომდევნო მოწვევის დეპუტატებს... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T22:07+0400
2023-11-02T22:07+0400
2023-11-02T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_341:198:1210:687_1920x0_80_0_0_263361a1f4c231b372f348f8e631a502.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მომდევნო მოწვევის დეპუტატებს ხელფასები უნდა გაეზრდოთ.დღეისათვის საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი, თანამდებობის მიხედვით, 4-დან 7 ათას ლარამდე (1,4-2,6 ათასი დოლარი) მერყეობს. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 8-10 ათასამდე გაიზრდება. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრებს ხელფასები 2013 წლის შემდეგ არ მომატებიათ — ანუ არ მოსულა იმ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში, რომლებიც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის დადგენილი.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მის მიერ წარდგენილი ინიციატივა სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი და დეპუტატის ხელფასი „უფრო მაღალიც შეიძლებოდა ყოფილიყო“.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270147674_491:230:1091:680_1920x0_80_0_0_16945000d6c0ff275541577351f74575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მომდევნო მოწვევის დეპუტატებს ხელფასები უნდა გაეზრდოთ.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი, თანამდებობის მიხედვით, 4-დან 7 ათას ლარამდე (1,4-2,6 ათასი დოლარი) მერყეობს. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 8-10 ათასამდე გაიზრდება.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრებს ხელფასები 2013 წლის შემდეგ არ მომატებიათ — ანუ არ მოსულა იმ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში, რომლებიც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის დადგენილი.
„ბოლო ათი წელია, ხელფასი არ გაზრდილა ან არ შეცვლილა. <...> მათ შორის, არც ათპროცენტიანი ზრდაშეხებიათ. ამან შედეგად ის გამოიღო ის, რომ, დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელისა — მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები“, — განმარტა მან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მის მიერ წარდგენილი ინიციატივა სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი და დეპუტატის ხელფასი „უფრო მაღალიც შეიძლებოდა ყოფილიყო“.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა მოხდეს.