https://sputnik-georgia.com/20231102/papuashvilma-saakashvils-msoplio-rekordsmeni-uwoda-283908341.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილს მსოფლიო რეკორდსმენი უწოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილს მსოფლიო რეკორდსმენი უწოდა
პაპუაშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების საჭიროება არ არსებობს. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T14:29+0400
2023-11-02T14:29+0400
2023-11-02T14:29+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_0:179:2048:1331_1920x0_80_0_0_7ed87df8f947ebf0af28cadad966740d.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პატიმარია, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და ამ ნიშნით მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ იგი 2,7 ათასამდე პირმა მოინახულა. დაკავებიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი -რედ.) დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ პარლამენტის წევრს მიანიჭოს მსჯავრდებულის მონახულების უფლება. „მე გარკვეული პერიოდია უკვე, მასთან შესვლის ნებართვას აღარ ვაძლევ პარლამენტის წევრებს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ვნახეთ კიდევაც განცხადებები, რისთვისაც უნდათ მათ იქ შესვლა. ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები. ამ უფლებით სარგებლობის ამოცანა არ არის ის, რომ პოლიტიკური პაემნები ჰქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა. სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არა აქვს – ბრეგაძე>>>როგორც ადრე „ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, თუმცა მისგან კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებულ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ვიზიტზე დადებითი პასუხი არ მიუღია. ხაბეიშვილმა გააფრთხილა პაპუაშვილი, რომ მას პარლამენტში საკუთარ კაბინეტში „ძალიან ცუდ, არასამუშაო გარემოში მოუწევს ყოფნა“. „არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს პარტიას („ნაციონალურ მოძრაობას" - რედ.) ეძახის და რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ლიდერად აღიქვამენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც საქართველოს პასპორტი დახია... რა პოლიტიკაში მონაწილეობასა და კონსულტაციებზე აქვთ საუბარი, ამ მორალურ მხარეს რომ შევხედოთ თუნდაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა. სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს. ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს>>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_252:176:2030:1509_1920x0_80_0_0_bd9f35076ea2179dc7601f622190e64f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სააკაშვილს მსოფლიო რეკორდსმენი უწოდა
პაპუაშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების საჭიროება არ არსებობს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პატიმარია, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და ამ ნიშნით მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ იგი 2,7 ათასამდე პირმა მოინახულა. დაკავებიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი -რედ.) დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
„მიხეილ სააკაშვილის პირობები ყველამ იცის, ყოველდღე ვხედავთ და ყველას: მის ოჯახს, ექიმებს, სახალხო დამცველს, ადვოკატებს - აქვს წვდომა. ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მგონი, მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ პარლამენტის წევრს მიანიჭოს მსჯავრდებულის მონახულების უფლება.
„მე გარკვეული პერიოდია უკვე, მასთან შესვლის ნებართვას აღარ ვაძლევ პარლამენტის წევრებს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ვნახეთ კიდევაც განცხადებები, რისთვისაც უნდათ მათ იქ შესვლა. ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები. ამ უფლებით სარგებლობის ამოცანა არ არის ის, რომ პოლიტიკური პაემნები ჰქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ადრე „ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, თუმცა მისგან კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებულ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ვიზიტზე დადებითი პასუხი არ მიუღია. ხაბეიშვილმა გააფრთხილა პაპუაშვილი, რომ მას პარლამენტში საკუთარ კაბინეტში „ძალიან ცუდ, არასამუშაო გარემოში მოუწევს ყოფნა“.
„არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს პარტიას („ნაციონალურ მოძრაობას" - რედ.) ეძახის და რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ლიდერად აღიქვამენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც საქართველოს პასპორტი დახია... რა პოლიტიკაში მონაწილეობასა და კონსულტაციებზე აქვთ საუბარი, ამ მორალურ მხარეს რომ შევხედოთ თუნდაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.