https://sputnik-georgia.com/20231102/gwp-tbilisis-mosaxleobas-wyalmomarageba-sheezgudeba-283918074.html
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
Sputnik საქართველო
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T16:17+0400
2023-11-02T16:17+0400
2023-11-02T16:17+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868822_0:154:2049:1306_1920x0_80_0_0_5e98589d271afba2828c0a30f398896f.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 4 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კომპანიის ინფორმაციით, GWP 3 ნოემბერს კრწანისის რაიონში, ფონიჭალისა და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/01/283868822_82:0:1899:1363_1920x0_80_0_0_7da161c28dae638e926a937cfecb87af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 4 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 3 ნოემბერს კრწანისის რაიონში, ფონიჭალისა და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.