https://sputnik-georgia.com/20231102/gaqceuli-patimrebis-saqmeze-badragi-daakaves-283920691.html
გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს
გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T17:17+0400
2023-11-02T17:17+0400
2023-11-03T11:41+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_46303d6b96bd59344d1a6ce7e4d8f0e3.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელი დააკავეს.სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, სსკ-ის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიქცა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, საბადრაგო სამსახურს პატიმრები კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია>>>იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამივე გაქცეული პატიმარი დაკავებულია.სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_130:0:894:573_1920x0_80_0_0_1173dda225c86264716e4786f3344bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს
17:17 02.11.2023 (განახლებულია: 11:41 03.11.2023) დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელი დააკავეს.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, სსკ-ის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიქცა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, საბადრაგო სამსახურს პატიმრები კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე ჰყავდა მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სამივე გაქცეული პატიმარი დაკავებულია.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.