https://sputnik-georgia.com/20231102/cifruli-laris-sapiloteproeqtis-gamarjvebuli-283939999.html
ცნობილია ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული
ცნობილია ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T21:29+0400
2023-11-02T21:29+0400
2023-11-02T21:29+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_a9c00b39b82237ff6d5969835fedf95e.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, კომპანია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ამ ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.ეროვნულმა ბანკმა ტექნოლოგიური პარტნიორი ორგანიზაციის შერჩევა, რომელთან ერთადაც საპილოტო გარემოს შექმნიდა, სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, მარეგულირებელმა იმ ცხრა კომპანიისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნდათ.გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისა და ასევე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა.პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.ამასთან მან მადლობა გადაუხადა ყველა სხვა მონაწილე კომპანიას შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის.საქართველოში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ეროვნული ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს. ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი – მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/78/234067811_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_3d8c6e0cbb03981677cb178e9e9e6cf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, კომპანია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ამ ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.
ეროვნულმა ბანკმა ტექნოლოგიური პარტნიორი ორგანიზაციის შერჩევა, რომელთან ერთადაც საპილოტო გარემოს შექმნიდა, სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, მარეგულირებელმა იმ ცხრა კომპანიისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნდათ.
გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისა და ასევე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა.
პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.
„მოხარული ვართ, რომ ყველა მონაწილე კომპანიის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, Ripple ჩვენი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ოფიციალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად შევარჩიეთ. კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი მისი შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილების გამო შეაჩერა“ — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ამასთან მან მადლობა გადაუხადა ყველა სხვა მონაწილე კომპანიას შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის.
საქართველოში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ეროვნული ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს. ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი – მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას.