https://sputnik-georgia.com/20231102/ass-daxmareba-sraels-283940290.html
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფას უყრის კენჭს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფას უყრის კენჭს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ისრაელისთვის 14,3 მილიარდი... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T21:47+0400
2023-11-02T21:47+0400
2023-11-02T21:47+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b92221adfe02327a953a8ca9dcdda544.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, იუწყება BBC News.არსებული ცნობით, ამ დახმარებიდან 4 მილიარდი დოლარი ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისა“ და „დავითის შურდულისთვის“ იქნება განკუთვნილი, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარი თავდაცვის სისტემა „რკინის სხივის“ შემუშავებას მოხმარდება.იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცოს, მერე კი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.ამ დროისათვის რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ წარმომადგენელთა პალატაში, სენატს კი ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ.სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელთა ინიციატივას მკვდარი იდეა უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, სენატში არანაირი შანსი არ აქვს.დემოკრატები შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ისრაელისა და უკრაინის დახმარება ერთიან საკანონმდებლო აქტში მოაქციოს და არა ცალ-ცალკეში. ეს ყველაფერი კი, როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ გაართულებს კანონპროექტის მიღებას.წყარო: BBC News.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1d/250480474_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1ef7d72bb3b4eb1fbe4333456b379875.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად, იუწყება BBC News.
არსებული ცნობით, ამ დახმარებიდან 4 მილიარდი დოლარი ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისა“ და „დავითის შურდულისთვის“ იქნება განკუთვნილი, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარი თავდაცვის სისტემა „რკინის სხივის“ შემუშავებას მოხმარდება.
„თანხების გამოყოფა შეთავაზებულია ქვეყნის საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირებისა და ასევე უკრაინისთვის ერთდროული დახმარების მიუცემლობის გზით“, — წერს BBC News.
იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის ჯერ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცოს, მერე კი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
ამ დროისათვის რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ წარმომადგენელთა პალატაში, სენატს კი ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ.
სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელთა ინიციატივას მკვდარი იდეა უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, სენატში არანაირი შანსი არ აქვს.
დემოკრატები შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.
გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ისრაელისა და უკრაინის დახმარება ერთიან საკანონმდებლო აქტში მოაქციოს და არა ცალ-ცალკეში. ეს ყველაფერი კი, როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ გაართულებს კანონპროექტის მიღებას.