https://sputnik-georgia.com/20231102/283927091.html
ადამიანთა ხუთი კატეგორია, რომლებსაც წითელი ხორცი კატეგორიულად ეკრძალებათ
ადამიანთა ხუთი კატეგორია, რომლებსაც წითელი ხორცი კატეგორიულად ეკრძალებათ
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დღეისათვის უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ წითელი ხორცის რეგულარული და ჭარბი მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე... 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T21:10+0400
2023-11-02T21:10+0400
2023-11-02T21:10+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჯანსაღი კვება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23539/36/235393675_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_d04fd694886c4148d5890d34d364c4ef.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დღეისათვის უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ წითელი ხორცის რეგულარული და ჭარბი მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, აცხადებს კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი როქსანა ეჰსანი.მისი თქმით, წითელი ხორცის ხშირად ჭამა, მით უმეტეს, გადამუშავებული სახით (ძეხვეული, სოსისი, ბეკონი, ხორცეული დელიკატესები), უარყოფით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ხელს უწყობს რა ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: გულის დაავადებები და კიბოს ზოგი სახეობა, მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტონია და დიაბეტიც კი.როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, არსებობს ადამიანთა ხუთი კატეგორია, რომლებისთვისაც წითელი ხორცის ჭამა განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ მათ საერთოდ უარი უნდა თქვან ამ პროდუქტზე.ეს კატეგორიებია:ქოლესტერინის მაღალი დონის მქონეები — კარგი იქნება, თუ ასეთები საერთოდ აკრძალავენ სტეიკებისა და ჰამბურგერების ჭამას. მაგრამ თუ წითელ ხორცზე სრული უარის თქმა უჭირთ, შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვან ის, თანაც მხოლოდ მჭლე ნაჭრები.ალფა-გალ სინდრომის მქონეები — ეს წითელ ხორცზე კვებითი ალერგიის ახლახან გამოვლენილი სახეობაა, რომელიც შეიძლება ტკიპის ნაკბენით გაჩნდეს. ამ დაავადების დროს წითელი ხორცის ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს:გულის იშემიური დაავადების მქონეები — ასეთები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ წითელ ხორცთან. მათი კვების რაციონში არ უნდა შედიოდეს არანაირი მავნე ცხიმები, როგორებიცაა ნაჯერი თუ ტრანს-ცხიმები, რომლებიც ხელს უწყობს არტერიებში მავნე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას და ართულებს სისხლის ნაკადის სრულფასოვან მოძრაობას. შესაბამისად, იმატებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკები.თირკმლის დაავადებების მქონეები — განსაკუთრებით, თუ დაავადება უკვე მესამე-მეხუთე სტადიებზეა. ეს იმიტომ, რომ მაღალცილოვან რაციონს ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ვისაც თირკმელები აწუხებს, მათთვის შეიძლება აუცილებელიც კი იყოს ცილების ისე შემცირება, რომ სხეულის ერთ კილოგრამზე მხოლოდ 0,6-0,8 გრამს შეადგენდეს.ადამიანები, ვისაც ოჯახში კიბოთი დაავადებულები ჰყავს — არსებობს სამეცნიერო მონაცემები, რომელთა თანახმადაც, წითელი ან გადამუშავებული ხორცის ჭამამ შეიძლება გენეტიკურ დონეზე დაზიანებები გამოიწვიოს და ნაწლავების კიბოს რისკი საგრძნობლად გაზარდოს. ამიტომ მათ, ვის ოჯახშიც ნაწლავის კიბოთი დაავადების შემთხვევები ყოფილა, ამ პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.წყარო: Eatthis
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23539/36/235393675_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_2ccb0331cf3ab8086e5c9feb7e427e12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჯანსაღი კვება
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დღეისათვის უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ წითელი ხორცის რეგულარული და ჭარბი მიღება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, აცხადებს კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი როქსანა ეჰსანი.
მისი თქმით, წითელი ხორცის ხშირად ჭამა, მით უმეტეს, გადამუშავებული სახით (ძეხვეული, სოსისი, ბეკონი, ხორცეული დელიკატესები), უარყოფით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ხელს უწყობს რა ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: გულის დაავადებები და კიბოს ზოგი სახეობა, მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტონია და დიაბეტიც კი.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, არსებობს ადამიანთა ხუთი კატეგორია, რომლებისთვისაც წითელი ხორცის ჭამა განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ მათ საერთოდ უარი უნდა თქვან ამ პროდუქტზე.
ქოლესტერინის მაღალი დონის მქონეები — კარგი იქნება, თუ ასეთები საერთოდ აკრძალავენ სტეიკებისა და ჰამბურგერების ჭამას. მაგრამ თუ წითელ ხორცზე სრული უარის თქმა უჭირთ, შეუძლიათ თვეში მაქსიმუმ ორჯერ მიირთვან ის, თანაც მხოლოდ მჭლე ნაჭრები.
ალფა-გალ სინდრომის მქონეები — ეს წითელ ხორცზე კვებითი ალერგიის ახლახან გამოვლენილი სახეობაა, რომელიც შეიძლება ტკიპის ნაკბენით გაჩნდეს. ამ დაავადების დროს წითელი ხორცის ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს:
გულისრევა, პირღებინება და გულძმარვა,
არტერიული წნევის დაქვეითება,
ტუჩების, თვალების ან ყელის შეშუპება.
გულის იშემიური დაავადების მქონეები — ასეთები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ წითელ ხორცთან. მათი კვების რაციონში არ უნდა შედიოდეს არანაირი მავნე ცხიმები, როგორებიცაა ნაჯერი თუ ტრანს-ცხიმები, რომლებიც ხელს უწყობს არტერიებში მავნე ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას და ართულებს სისხლის ნაკადის სრულფასოვან მოძრაობას. შესაბამისად, იმატებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკები.
თირკმლის დაავადებების მქონეები — განსაკუთრებით, თუ დაავადება უკვე მესამე-მეხუთე სტადიებზეა. ეს იმიტომ, რომ მაღალცილოვან რაციონს ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ვისაც თირკმელები აწუხებს, მათთვის შეიძლება აუცილებელიც კი იყოს ცილების ისე შემცირება, რომ სხეულის ერთ კილოგრამზე მხოლოდ 0,6-0,8 გრამს შეადგენდეს.
ადამიანები, ვისაც ოჯახში კიბოთი დაავადებულები ჰყავს — არსებობს სამეცნიერო მონაცემები, რომელთა თანახმადაც, წითელი ან გადამუშავებული ხორცის ჭამამ შეიძლება გენეტიკურ დონეზე დაზიანებები გამოიწვიოს და ნაწლავების კიბოს რისკი საგრძნობლად გაზარდოს. ამიტომ მათ, ვის ოჯახშიც ნაწლავის კიბოთი დაავადების შემთხვევები ყოფილა, ამ პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.