Starlink უკვე საქართველოშია: ცნობილია ანტენისა და ინტერნეტსერვისის თვიური ღირებულება

CC BY-SA 2.0 / Tony Webster / Starlink Satellite Antenna Starlink-ის ანტენა
Starlink-ის ანტენა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტი Starlink უკვე საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია, განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.
„მაღალი სიჩქარის ინტერნეტი Starlink ახლა საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი“, — წერს ილონ მასკი.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2022 წლის ივლისში მიანიჭა ავტორიზაცია შპს Starlink Georgia-ს, რომელიც SpaceX-ს ეკუთვნის.
Starlink-ის ინტერნეტსერვისის ყოველთვიური გადასახადი 160 ლარიდან (დაახლოებით 60 დოლარი) იწყება, ხოლო Starlink-ის ტერმინალის ღირებულება ქართველი მომხმარებლებისთვის 1780 ლარს (660 დოლარი) შეადგენს.
Starlink მაღალი სიჩქარის ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებშიც უზრუნველყოფს, სადაც ინტერნეტი ძვირია, ნაკლებ საიმედოდ მიიჩნევა, დაბალი ხარისხისაა ან საერთოდ მიუწვდომელია.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით უზრუნველყოფილია: თბილისი, ბათუმი, სტეფანწმინდისა და ბორჯომის რეგიონები. ქვეყნის 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0