საინტერესო და უჩვეულო ფაქტები ყვავილებზე

© unsplash/Amy Shamblenთაიგული
თაიგული - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
The Plant List -ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ამ დროისათვის დედამიწაზე 304 419 აღიარებული ყვავილია დარეგისტრირებული. ამასთან ითვლება რომ მოყვავილე მცენარეთა სახეობები 352 ათასს აღწევს.
ყველაზე უძველეს ყვავილად დედამიწაზე ლოტოსი ითვლება. ამბობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცარცულ პერიოდში ამშვენებდნენ ჩვენს პლანეტას - 10 მილიონი წლის წინ. მათი ნამარხები აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთში და არქტიკაშიც კი. ამჟამად ნამდვილი ლოტოსის მხოლოდ ორი სახეობაა ცნობილი.
ყვითელი ლოტოსი (Nelumbo lute а), რომელიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ატლანტიკურ სანაპიროსა და ჰავაის კუნძულებზე იზრდება. ადგილობრივი ტომის ინდიელები მას „ჩინკეპინს“ უწოდებენ, რაც წყლის წაბლს ნიშნავს, ლოტოსის ნაყოფი გემოთი ძალიან წააგავს წაბლს.
ინდური ლოტოსი (N. Nucifera) აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მკვიდრია, ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიის სამხრეთში, ინდოეთსა და ჩინეთში, ფილიპინებსა და ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ეს ლოტოსი ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება, ისევე როგორც მთელს ამიერკავკასიაში, მდინარე ვოლგის დელტასა და შორეულ აღმოსავლეთშიც.
სიტყვა „ლოტოსი“ ძველებრაულია და სწორედ მისგან ისესხეს სხვა ენებმა. ძველი ეგვიპტელებისათვის, ლოტოსს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა - მდიდრები მას სილამაზისათვის იყენებდნენ, ღარიბები კი საკვებად.
ინდური ლეგენდის თანახმად, ლოტოსი ბუდას ნატერფალზე გაიზარდა.
© Flickr / FL/ maf04ლოტოსი სარკეში
ლოტოსი სარკეში - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
ლოტოსი სარკეში
ყვავილის ზომის მიხედვით ჩემპიონის წოდებისათვის ფარულთესლოვანთა ორი სახეობა იბრძვის! ასევე ისინი არიან დედამიწის ყველაზე უჩვეულო მცენარეების წოდების პრეტენდენტებიც.
პირველი გახლავთ არნოლდის რაფლეზია (Rafflesia arnoldii), რომელიც სუმატრასა და კალიმანტანის კუნძულებზე იზრდება.
რაფლეზიას კვასკვასა წითელი ყვავილის დიამეტრი 60-100 სმია. ხოლო წონა 8-10 კგ-ს აღწევს. რეფლეზიას ყვავილი 5 მსუქანა ფურცლისგან შედგება, რომლებიც მეჭეჭისებრი ლაქებიტაა დაფარული. ყოველი ფურცლის სისქე 3 სმ და სიგრძე 46 სმ. ყვავილის სურნელი კი გასაოცარია - მას გახრწნილი ხორცის სუნი აქვს! რეფლეზიას დამტვერვაში ნეხვის ბუზები იღებენ მონაწილეობას და სწორედ ეს სურნელი და მისი ფერი იზიდავს ამ მწერებს. ვინაიდან მასიური ჩეხვის გამო, ტროპიკული ტყეების ფართობი ელვის უსწრაფესად მცირდება, მცენარეს გადაშენების სერიოზული საფრთხე ემუქრება.
თუკი არნოლდის რაფლეზია რეკორდსმენია ყვავილის სიგანით, ტიტანური ამორფოფალუსი (Amorphophallus Titanium) სიმაღლეში ჩაგრავს მას. მას გვამის ყვავილსაც ეძახიან, გველის პალმას და ვუდუს შროშანს. ყვავილის სიმაღლე - რომელიც კალას გავს, 2,5 მეტრია ხოლო სიგანე 1,5. ბუნებრივ პირობებში ოდესმე აღმოჩენილ ამ ყვავილებს შორის ყველაზე მაღალი 3,3 მეტრი იყო და 75 კგ-ს იწონიდა. არც ამ ყვავილს აქვს რაფლეზიაზე უკეთესი სურნელი - დამპალი ხორცის სუნად ყარს, რაც წარმატებით იზიდავს მის დამამტვერიანებელ ხოჭოებსა და ბუზებს.
დამტვერვის დროს ყვავილს არა მარტო ცუდი სუნი აქვს არამედ ცხელდება კიდეც 40 გრადუსამდე და გარემოს ტემპერატურაზეც ახდენს ზეგავლენას.
© tele top georgiaდამატყვევებელი „გარდენია“ - ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ
დამატყვევებელი „გარდენია“ - ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
დამატყვევებელი „გარდენია“ - ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ
მსოფლიოში ყველაზე პატარა ყვავილის დიამეტრი 2,1 მილიმეტრია და ეს ყვავილია ორქიდეა. მისი ფურცლები იმდენად გამჭვირვალეა, რომ არც კი ჩანს. ეს ორქიდეა ეკვადორზე აღმოაჩინა ამერიკელმა მკვლევარმა ლე ჯოსტმა. ბოლო 100 წლის მანძილზე ეკვადორზე 1000 სახეობის ორქიდეა იქნა აღმოჩენილი და მათგან სამოცის აღმომჩენი სწორედ ეს მკვლევარი გახლავთ. ითვლება, რომ ორქიდეები ცარცული პერიოდის ბოლოს გაჩნდნენ ჩვენს პლანეტაზე და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა ტროპიკულ ტყეებში იზრდება.
ყველაზე არომატული ყვავილები - რა თქმა უნდა ვარდი - ტყუილად ხომ არ უწოდებენ მას ყვავილების დედოფალს.
შროშანა - ძალიან ნაზი გაზაფხულის მახარობელი დახვეწილი სურნელით.
ჟასმინი
გარდენია
პლუმერია,
ალისიუმი
გლიცინია
© Sputnik / Levan Avlabreliისევ ვარდები
ისევ ვარდები - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
ისევ ვარდები
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყვავილი რა თქმა უნდა ვარდია. მისი შეძენა წელიწადის ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის შესაძლებელი.
მსოფლიოში ყველაზე იშვიათ ყვავილად ითვლება მიდლემისტი - ეს გახლავთ ყვავილი რომელიც ფორმით ძალიან გავს კამელიას. მისი ცოცხალი ეგზემპლიარის ნახვა მსოფლიოში მხოლოდ ორ ადგილასაა შესაძლებელი - ბრიტანეთის ბაღის სათბურში, სადაც თავად ამ მცენარის ჩინეთში აღმომჩენმა მებაღე ჯონ მიდლემისტმა დარგო 1854 წელს და ახალ ზელანდიაში.
საქმე იმაშია, რომ ჩინეთში ეს ყვავილი საერთოდ გაქრა, ხოლო ახალზელანდიური ბუჩქი სავარაუდოდ ბრიტანული მიდლემისტის მემკვიდრეა. მცენარე თავად ძალიან პრეტენზიულია საარსებო პირობების მიმართ. მიდლემისტი წელიწადში მხოლოდ 2 კვირა ყვავის, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მებაღეთა ყოველდღიური ყურადღება არ მოაკლდება. ბოლოს მიდლემისტის ყვავილობა ბრიტანეთში 2010 წელს ნახეს.
© Flickr / FL/ tonpთაიგული საყვარელი ადამიანისთვის
თაიგული საყვარელი ადამიანისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
თაიგული საყვარელი ადამიანისთვის
ყველაზე გამძლე ყვავილები - ლარნაკებისა და თაიგულებისათვის
ამ სიაში სამი ყვავილია რომელთაც შეუძლიათ 2,5-4 კვირა წარბშეუხრელად გაძლონ წყალში. ეს გახლავთ ქრიზანტემები, მიხაკები და ორქიდეები.
იმისათვის, რომ ქრიზანთემებმა ერთი თვე გაძლონ, საკმარისია ყოველ დღე გამოუცვალოთ წყალი ლარნაკში და კარგად გარეცხოთ ჭურჭელი. მათ უყვართ სუფთა წყალი და ბლომად მოიხმარენ მას.
მიხაკებს შეუძლიათ სამი კვირა უცვლელად იყვნენ ლარნაკში და ამისათვის სჭირდებათ მუდამ სუფთა წყალი და ოთახის ნორმალური ტემპერატურა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მიხაკები ცუდად იტანენ სხვა ყვავილებთან მეზობლობას.
ამტანობის კიდევ ერთი ლიდერია ორქიდეა, რომელსაც შეუძლია სამი კვირა უცვლელად გაძლოს ლარნაკში. სანამ ლარნაკში ჩადებთ, შეაკვეცეთ და გაურეცხეთ ყვავილის ღეროები. მათ ოთახის ტემპერატურის წყალი უყვართ. გამძლეობის მიუხედავად ყვავილები ძალიან ნაზია და ნებისმიერი შეხება შესაძლოა ფურცლების დაცვენით დასრულდეს, ამიტომ თავი შეიკავეთ ყვავილების დანამვისაგან. კარგად მოქმედებს მათზე წყალში გახსნილი სპირტის ერთი წვეთი.
ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად ითვლება ორქიდეა სახელად „კინაბალუს ოქრო“ იგი ბორნეოს კუნძულების ენდემია და მისი ღირებულება 5000 დოლარამდეა.
თამარ ხონელიძე
ყველა ახალი ამბავი
0