https://sputnik-georgia.com/20231101/rogori-unda-iyos-coli-mamakacebis-mosazreba-283879323.html
როგორი უნდა იყოს ცოლი - მამაკაცების მოსაზრება
როგორი უნდა იყოს ცოლი - მამაკაცების მოსაზრება
Sputnik საქართველო
უწინ ქალი სამაგალითო დიასახლისი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ახლა როგორც მამაკაცების, ისე ქალების მოთხოვნები შეიცვალა. და თუ ქალების მოთხოვნებში გარკვევა ცოტა... 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T16:13+0400
2023-11-01T16:13+0400
2023-11-01T16:13+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
რა-დიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/71/236147137_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_a93017dd931bee3aba602f0adca54d1c.jpg
• ცოლს ქმარი ნებისმიერ ვითარებაში უნდა უყვარდესრა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ ქმარი მაშინაც უნდა უყვარდეს, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მაგრამ უნდა განიცდიდეს მაშინაც, როცა ძლიერი ჩხუბის შემდეგ, მაგალითად, ის გარეთ ყინვაში უქუდოდ გავიდა.• ცოლი უნდა ვითარდებოდეს ინტელექტუალურადარა იმისთვის, რომ მაგისტრის ან მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღოს. არამედ იმიტომ, რომ როგორც პიროვნება, ერთ ადგილზე არ გაიყინოს. რომ ერთმანეთს არა მხოლოდ ოჯახის საქმეებზე, არამედ საინტერესო თემებზე ესაუბრონ, იკამათონ, იმსჯელონ.• ცოლმა ქმარი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არისმიიღოს ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც. და არ არის საჭირო ისეთი სახის მიღება, ვითომ ადრე ამ ნაკლს ვერ ამჩნევდა. თუ ელოდება, რომ ქმარი შეიცვლება, მაშინ თავად უნდა შეიცვალოს.• უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობაიუმორი ყველაზე რთული ვითარებების ერთად გადალახვაში ეხმარება.• უნდა იცოდეს კერძების მომზადებადიახ, ეს ცოტა სექსიზმს წააგავს, მაგრამ მაინც. სუპერ–მზარეულობას არავინ მოითხოვს, მაგრამ ცოლს, მინიმუმ, სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს, თავის მამაკაცს თავისი გაკეთებული კერძით სიამოვნება მიანიჭოს.• ცოლმა ქმარს მოტივაცია უნდა მისცესმოტივაცია იმისა, რომ იყოს უკეთესი, ისწრაფვოდეს დიდი მიზნისკენ. მხარი დაუჭიროს მას.წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია>>• გრძნობების გამომჟღავნებაში ძუნწი არ უნდა იყოსმამაკაცს უყვარს, როცა ქალს არ ეშინია ყველას აჩვენოს, რომ ის ამაყობს თავისი მამაკაცით და იმით, რომ ის მას ეკუთვნის.• ცოლს თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდესთავისი კარიერა, მეგობრების წრე, ოცნებები, გატაცებები.• ცოლმა ქმართან ურთიერთობები სახალხოდ არ უნდა გამოარკვიოსქალს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს ქმარს, ეკამათოს მას სხვების თანდასწრებით; მაგრამ ურთიერთობების გამორკვევა, რამის თხოვნა, მისი დამცირება ან შეურაცხყოფა – ეს უღირსი საქციელია.• ცოლმა ქმარს წარსული შეცდომები არ უნდა შეახსენოსროცა შეცდომას პატიობ, ის მეხსიერებიდან უნდა ამოშალო. სულმდაბლობაა ძველი შეცდომების გახსენება ყოველი კამათისა და ჩხუბის დროს.• ცოლი ყურადღებიანი უნდა იყოსმამაკაცებს სხვადასხვა წვრილმანი ხიბლავს – ყურადღებისა და მზრუნველობის ნებისმიერი ნიშანი.
https://sputnik-georgia.com/20230215/qali-gamarjveba-omis-garese-274890509.html
https://sputnik-georgia.com/20231017/ras-fiqroben-mamakacebi-qalebze-283357668.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/71/236147137_56:0:944:666_1920x0_80_0_0_1bc0c00f8fa22cd6bc731feb84e10863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , რა-დიაცია
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , რა-დიაცია
როგორი უნდა იყოს ცოლი - მამაკაცების მოსაზრება
უწინ ქალი სამაგალითო დიასახლისი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ახლა როგორც მამაკაცების, ისე ქალების მოთხოვნები შეიცვალა. და თუ ქალების მოთხოვნებში გარკვევა ცოტა რთულია, მამაკაცებს თავიანთი მომავალი სასურველი ცოლის შესახებ მკაფიო წარმოდგენა გააჩნიათ.
• ცოლს ქმარი ნებისმიერ ვითარებაში უნდა უყვარდეს
რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ ქმარი მაშინაც უნდა უყვარდეს, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მაგრამ უნდა განიცდიდეს მაშინაც, როცა ძლიერი ჩხუბის შემდეგ, მაგალითად, ის გარეთ ყინვაში უქუდოდ გავიდა.
• ცოლი უნდა ვითარდებოდეს ინტელექტუალურად
არა იმისთვის, რომ მაგისტრის ან მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღოს. არამედ იმიტომ, რომ როგორც პიროვნება, ერთ ადგილზე არ გაიყინოს. რომ ერთმანეთს არა მხოლოდ ოჯახის საქმეებზე, არამედ საინტერესო თემებზე ესაუბრონ, იკამათონ, იმსჯელონ.
• ცოლმა ქმარი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის
მიიღოს ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც. და არ არის საჭირო ისეთი სახის მიღება, ვითომ ადრე ამ ნაკლს ვერ ამჩნევდა. თუ ელოდება, რომ ქმარი შეიცვლება, მაშინ თავად უნდა შეიცვალოს.
• უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა
იუმორი ყველაზე რთული ვითარებების ერთად გადალახვაში ეხმარება.
• უნდა იცოდეს კერძების მომზადება
დიახ, ეს ცოტა სექსიზმს წააგავს, მაგრამ მაინც. სუპერ–მზარეულობას არავინ მოითხოვს, მაგრამ ცოლს, მინიმუმ, სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს, თავის მამაკაცს თავისი გაკეთებული კერძით სიამოვნება მიანიჭოს.
• ცოლმა ქმარს მოტივაცია უნდა მისცეს
მოტივაცია იმისა, რომ იყოს უკეთესი, ისწრაფვოდეს დიდი მიზნისკენ. მხარი დაუჭიროს მას.
• გრძნობების გამომჟღავნებაში ძუნწი არ უნდა იყოს
მამაკაცს უყვარს, როცა ქალს არ ეშინია ყველას აჩვენოს, რომ ის ამაყობს თავისი მამაკაცით და იმით, რომ ის მას ეკუთვნის.
• ცოლს თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს
თავისი კარიერა, მეგობრების წრე, ოცნებები, გატაცებები.
• ცოლმა ქმართან ურთიერთობები სახალხოდ არ უნდა გამოარკვიოს
ქალს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს ქმარს, ეკამათოს მას სხვების თანდასწრებით; მაგრამ ურთიერთობების გამორკვევა, რამის თხოვნა, მისი დამცირება ან შეურაცხყოფა – ეს უღირსი საქციელია.
• ცოლმა ქმარს წარსული შეცდომები არ უნდა შეახსენოს
როცა შეცდომას პატიობ, ის მეხსიერებიდან უნდა ამოშალო. სულმდაბლობაა ძველი შეცდომების გახსენება ყოველი კამათისა და ჩხუბის დროს.
• ცოლი ყურადღებიანი უნდა იყოს
მამაკაცებს სხვადასხვა წვრილმანი ხიბლავს – ყურადღებისა და მზრუნველობის ნებისმიერი ნიშანი.