https://sputnik-georgia.com/20231101/parlamentma-saqartvelos-moqalaqeobis-shesaxeb-kanonshi-cvlilebebi-miigo-283898342.html
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ... 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T23:16+0400
2023-11-01T23:16+0400
2023-11-01T23:40+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას, ცვლილებები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი მარტივდება იმ პირებისთვის, რომელთა ფიზიკური, გონებრივი ან ინტელექტუალური/სენსორული დარღვევები შეუძლებელს ხდის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და მისი კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებას იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა ჩვეული წესით ან გამონაკლისის სახით, ასევე აღადგინონ დაკარგული მოქალაქეობა.გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განმეორებით შეტანისას აუცილებელი აღარ იქნება სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნაზე ტესტირების გავლა. გამოცდის ჩაბარებისას ტესტირების შედეგები ძალაში იქნება 1 წლის მანძილზე. ამასთან, ტესტირების გავლა შესაძლებელი იქნება უცხოეთში საქართველოს დიპწარმომადგენლობასა და საკონსულოებში.ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.გარდა ამისა, სიახლე იქნება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების გამარტივება. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირი მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
23:16 01.11.2023 (განახლებულია: 23:40 01.11.2023) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას, ცვლილებები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს.
„მოქალაქეობის შესახებ“ კანონი მარტივდება იმ პირებისთვის, რომელთა ფიზიკური, გონებრივი ან ინტელექტუალური/სენსორული დარღვევები შეუძლებელს ხდის ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და მისი კანონმდებლობის ცოდნის შემოწმებას იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა ჩვეული წესით ან გამონაკლისის სახით, ასევე აღადგინონ დაკარგული მოქალაქეობა.
გარდა ამისა, მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განმეორებით შეტანისას აუცილებელი აღარ იქნება სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნაზე ტესტირების გავლა. გამოცდის ჩაბარებისას ტესტირების შედეგები ძალაში იქნება 1 წლის მანძილზე. ამასთან, ტესტირების გავლა შესაძლებელი იქნება უცხოეთში საქართველოს დიპწარმომადგენლობასა და საკონსულოებში.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.
გარდა ამისა, სიახლე იქნება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების გამარტივება. კერძოდ, მოქალაქეობის არმქონე პირი მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ.