https://sputnik-georgia.com/20231101/mecnieruli-kvleva-saqrian-caisa-da-yavaze-mavnebloba-ar-dadasturda-283885944.html
მეცნიერებმა შაქრიანი ყავისა და ჩაის მავნებლობა უარყვეს: ცნობილია 32-წლიანი კვლევის შედეგი
მეცნიერებმა შაქრიანი ყავისა და ჩაის მავნებლობა უარყვეს: ცნობილია 32-წლიანი კვლევის შედეგი
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შაქრიანი ჩაის ან ყავის სმა არ ახდენს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ჯანმრთელობაზე და არ უკავშირდება ნაადრევ სიკვდილს, აცხადებენ... 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T16:45+0400
2023-11-01T16:45+0400
2023-11-01T16:45+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/40/247014055_0:0:3076:1730_1920x0_80_0_0_29eb5c42fb6c1421e647784bc34a2bcc.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შაქრიანი ჩაის ან ყავის სმა არ ახდენს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ჯანმრთელობაზე და არ უკავშირდება ნაადრევ სიკვდილს, აცხადებენ ნიდერლანდელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც ჟურნალ PLOS One-შია გამოქვეყნებული.გავრცელებული ცნობით, ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თითქმის სამი ათას ადამიანზე 32 წლიანი დაკვირვების შედეგები გააანალიზეს, რომლებიც წლების განმავლობაში რეგულარულად სვამდნენ სხვადასხვა დოზით დამტკბარ ჩაის ან ყავას, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შაქრიანი სასმელები ნაადრევი სიკვდილის რისკს მიზერულად ზრდის.როგორც მეცნიერთა ნაშრომშია ნათქვამი, 2923 მამაკაციდან, რომელთა საშუალო ასაკიც კვლევაში ჩართვისას 63 წელი იყო, 1007 შაქრიან ჩაის ან ყავას სვამდა, ხოლო 1677 — უშაქროს. პირველი ჯგუფიდან ამ 32 წლის განმავლობაში 88,3% გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჯგუფიდან — 89,9%. ანუ „შაქრიანი“ და „უშაქრო“ ჯგუფების წევრთა შორის ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში სხვაობამ მხოლოდ 1,06% შეადგინა.ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტკბილი ჩაი და ყავა ჯანმრთელობისთვის საერთოდ არ არის საზიანო, თუ 5 გრამ შაქარზე მეტს არ შეიცავს. ამიტომ გაზირებული წყლები და წვენები, რომელთა შემადგენლობაშიც ბევრად მეტი შაქარი შედის, კვლავაც რჩება საფრთხედ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/40/247014055_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_75118844d37de677887a476f53a18f9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შაქრიანი ჩაის ან ყავის სმა არ ახდენს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ჯანმრთელობაზე და არ უკავშირდება ნაადრევ სიკვდილს, აცხადებენ ნიდერლანდელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც ჟურნალ
PLOS One-შია გამოქვეყნებული.
გავრცელებული ცნობით, ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თითქმის სამი ათას ადამიანზე 32 წლიანი დაკვირვების შედეგები გააანალიზეს, რომლებიც წლების განმავლობაში რეგულარულად სვამდნენ სხვადასხვა დოზით დამტკბარ ჩაის ან ყავას, და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შაქრიანი სასმელები ნაადრევი სიკვდილის რისკს მიზერულად ზრდის.
როგორც მეცნიერთა ნაშრომშია ნათქვამი, 2923 მამაკაციდან, რომელთა საშუალო ასაკიც კვლევაში ჩართვისას 63 წელი იყო, 1007 შაქრიან ჩაის ან ყავას სვამდა, ხოლო 1677 — უშაქროს. პირველი ჯგუფიდან ამ 32 წლის განმავლობაში 88,3% გარდაიცვალა, ხოლო მეორე ჯგუფიდან — 89,9%. ანუ „შაქრიანი“ და „უშაქრო“ ჯგუფების წევრთა შორის ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში სხვაობამ მხოლოდ 1,06% შეადგინა.
ამასთან მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტკბილი ჩაი და ყავა ჯანმრთელობისთვის საერთოდ არ არის საზიანო, თუ 5 გრამ შაქარზე მეტს არ შეიცავს. ამიტომ გაზირებული წყლები და წვენები, რომელთა შემადგენლობაშიც ბევრად მეტი შაქარი შედის, კვლავაც რჩება საფრთხედ.