კარასინმა რუსების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს ბოდვა უწოდა

© photo: Sputnik / Vladimit Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალზე შემაშფოთებელია, რომ ქვეყანაში „არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ"
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებები საქართველოში მცხოვრებ რუსებთან მიმართებით სრული ბოდვაა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა.
ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, „ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.
„ზურაბიშვილი კვლავ რუსული თემით პარაზიტირებს. ახლა ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც „მტრის ენაზე ლაპარაკობენ“, ანერვიულებს. პრეზიდენტი ამაში წინაპირობას ხედავს, რომლითაც რუსეთი სრულფასოვანი ომის გამოცხადებას შეძლებს და იგი მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ“, - დაწერა კარასინმა საკუთარ Telegram-არხზე.
როგორც კარასინმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ „ეს თბილისსაც ესმის".
ოპოზიცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე განცხადებებს აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ კონტროლის არსებული მექანიზმები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ – 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს რუსეთის 1,1 მლნ მოქალაქე ეწვია, რაც 2022 წლის ცხრა თვის მონაცემზე 47,3%-ით მეტია და 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს.
„სკანდალური არაფერია" - აბაშიძის კომენტარი კარასინთან სატელეფონო საუბარზე>>>
ამასთან, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 767,4 მლნ დოლარი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეებისგან შემოსავალი წლის მანძილზე 36,2%-ით გაიზარდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 30,5% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 921,9 ათასმა ვიზიტორმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0