https://sputnik-georgia.com/20231101/gadadgeba-tuara-tavdacvis-komitetis-tavmjdomare-283899060.html
პარლამენტში სკანდალი სექსიზმის ნოტებით - გადადგება თუ არა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
პარლამენტში სკანდალი სექსიზმის ნოტებით - გადადგება თუ არა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდა 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T23:50+0400
2023-11-01T23:50+0400
2023-11-02T00:37+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283555467_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_283d6f7ac35e5cec7213aed95541c7ec.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციონერ თეონა აქურბარდიას შეურაცხყოფისთვის ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაის გადადგომას მოითხოვს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. ირაკლი ბერაია კრიტიკის ობიექტი 31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო გახდა - მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა. თუმცა, მეორე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბერაიას გამოჩენამ ვნებათაღელვა გამოიწვია. ბერაიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფებლი განცხადების გამო პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის კი არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.ახლა ოპოზიცია ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას არ დატოვებს - საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გაახმოვანა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ამასთან, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბერაიას მხედველობაში ჰქონდა არა აქუბარდიას პირადი ცხოვრება, არამედ ის, რომ იგი უცხოეთში ვიზიტებზე სიმართლეს არ საუბრობს.განცხადება იმის შესახებ, რომ ბოდიში ქალმა-დეპუტატებმაც უნდა მოიხადონ, გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, ბერაიას მხრიდან ბოდიში საკმარისი იყო, რაც მის ვაჟკაცობაზე მეტყველებს.თუმცა, საკმარისია თუ არა ბოდიში და იყო თუ არა ბერაიას სიტყვები შეურაცხმყოფელი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თეონა აქუბარდიამ უკვე განაცხადა, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283555467_264:309:2583:2048_1920x0_80_0_0_90f7486e57e48d3810a10530830b9c70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტში სკანდალი სექსიზმის ნოტებით - გადადგება თუ არა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
23:50 01.11.2023 (განახლებულია: 00:37 02.11.2023) პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდა
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციონერ თეონა აქურბარდიას შეურაცხყოფისთვის ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაის გადადგომას მოითხოვს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი ამ შესაძლებლობას გამორიცხავს.
ირაკლი ბერაია კრიტიკის ობიექტი 31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო გახდა - მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა.
თუმცა, მეორე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბერაიას გამოჩენამ ვნებათაღელვა გამოიწვია. ბერაიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფებლი განცხადების გამო პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევეს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის კი არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ახლა ოპოზიცია ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.
„მან უნდა დატოვოს თანამდებობა, იგი არ უნდა იყოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე", - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას არ დატოვებს - საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია გაახმოვანა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია. მინდა აღვნიშნო, რომ როცა ეს ქალები საუბრობენ აღზრდასა და მაღალ მატერიებზე, მათ ამაზე არანაირი მორალური უფლება არ აქვთ", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბერაიას მხედველობაში ჰქონდა არა აქუბარდიას პირადი ცხოვრება, არამედ ის, რომ იგი უცხოეთში ვიზიტებზე სიმართლეს არ საუბრობს.
განცხადება იმის შესახებ, რომ ბოდიში ქალმა-დეპუტატებმაც უნდა მოიხადონ, გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
„მათ ბოდიშის მოხდა და ღირსეული საუბარი არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ განასხვაონ, რა არის შეურაცხყოფა და რა - არა. დღეს კამათისას თქვეს, რომ „მოღალატე“ შეურაცხყოფა არ არის. მათთვის ეს არ არის შეურაცხყოფა, ნორმალური ადამიანისთვის კი არის", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ბერაიას მხრიდან ბოდიში საკმარისი იყო, რაც მის ვაჟკაცობაზე მეტყველებს.
თუმცა, საკმარისია თუ არა ბოდიში და იყო თუ არა ბერაიას სიტყვები შეურაცხმყოფელი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თეონა აქუბარდიამ უკვე განაცხადა, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.