https://sputnik-georgia.com/20231101/epta-momaval-wels-konperencias-saqartvelo-umaspinzlebs-283891692.html
EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს
EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
EPTA-ს მიზანია განავითაროს თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალის უწყვეტ გადამზადებას 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T20:22+0400
2023-11-01T20:22+0400
2023-11-01T20:22+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წელს პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპულ გაერთიანებას (EPTA) უხელმძღვანელებს და ექნება შესაძლებლობა ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, ნათქვამია EPTA-ს განცხადებაში.EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა - 2024 წელს თბილისში EPTA-ს ყოველწლიური რიგით მე-17 კონფერენცია გაიმართება.საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მიმდინარე სამართლებრივი რეფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სასწავლო ინიციატივებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს
EPTA-ს მიზანია განავითაროს თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალის უწყვეტ გადამზადებას
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წელს პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპულ გაერთიანებას (EPTA) უხელმძღვანელებს და ექნება შესაძლებლობა ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, ნათქვამია EPTA-ს განცხადებაში.
EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
„სასწავლო ცენტრის (საქართველოს იუსტიციის - რედ.) ხედვაა ხელი შეუწყოს სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ხელმძღვანელობს კარგი მმართველობის პრინციპებით, უზრუნველყოფს სამართლებრივ გარემოს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა - 2024 წელს თბილისში EPTA-ს ყოველწლიური რიგით მე-17 კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მიმდინარე სამართლებრივი რეფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სასწავლო ინიციატივებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეშვეობით.