https://sputnik-georgia.com/20231101/didubis-xidi-gaixsna-283883847.html
თბილისში ე.წ. დიდუბის ხიდი გაიხსნა
თბილისში ე.წ. დიდუბის ხიდი გაიხსნა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა ისაუბრა იმაზე, თუ რა სამუშაოები ჩატარდა დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში. 01.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-01T17:57+0400
2023-11-01T17:57+0400
2023-11-01T17:57+0400
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_678030c7ae7edcd7b81fcc2f79511cef.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება. კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b4ea326cdfa64905dc8eca46064d204f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისში ე.წ. დიდუბის ხიდი გაიხსნა
დედაქალაქის მერმა ისაუბრა იმაზე, თუ რა სამუშაოები ჩატარდა დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.
კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა.
გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.
„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4,5 მლნ ლარია.